ნანა ფაჩუაშვილს თაყვანისმცემელი ღია ეთერში ურეკავს

ნანა ფაჩუაშვილს თაყვანისმცემელი ღია ეთერში ურეკავს

შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველა გადაცემას მივადევნო თვალი. საინტერესოს და სახალისოს, კაცმა არ იცის, სად შეიძლება გადააწყდე. "სამოთხის ვაშლებსაც" არ ვტოვებ ისე, რომ არ გავიგო, რა თემა ექნებათ და ვინ ეყოლებათ სტუმარი. ბოლო დროს "სამოთხის ვაშლებში" რამდენჯერმე გაისმა უცნაური ზარი.

მამაკაცი რეკავდა და ამბობდა, რომ ნანა ფაჩუაშვილი ძალიან მოსწონს. პირველად ამ ყველაფერზე ქალბატონი ნანა ძალიან გაბრაზდა, თუმცა თანაწამყვანები ხალისობდნენ და ნანას ამხნევებდნენ, ასეთი თაყვანისმცემელი რომ გყავს, ძალიან კარგიაო. გასულ კვირას კი მაშინ, როცა "სამოთხის ვაშლების" წამყვანებს გადაცემის თემად "წუწუნი" ჰქონდათ არჩეული, იმავე მამაკაცმა დარეკა და თქვა, საწუწუნო მე რომ მაქვს, ისეთი არავის ექნება, უკვე დიდი ხანია, ნანა ფაჩუაშვილზე უიმედოდ ვარ შეყვარებულიო. მის ნათქვამს შოუს წამყვანების ჟრიამული მოჰყვა, ნანა ფაჩუაშვილიც აღარ გაბრაზებულა. მსახიობს მალე შვილთაშვილი შეეძინება, თუმცა თაყვანისმცემელი ნებისმიერ ასაკში რომ ახალისებს ადამიანს, ეს ქალბატონ ნანას მაგალითზეც შეიძლებოდა გვენახა. ქალბატონი ნანას წამყვანებს შორის ყველაზე ორიგინალური იდეები აქვს. გადაცემაში ხშირად მხრებზე ბეწვი აქვს მოხვეული და თუ რომელიმე წამყვანის ნათქვამი არ მოეწონება, ესვრის ხოლმე. ამით დანარჩენები მის განწყობას უსიტყვოდ ხვდებიან.

"სამოთხის ვაშლები", ქართულ ტელევიზიებში დღის შოუებს შორის ჯერჯერობით ყველაზე უხუცესი გადაცემა, ალბათ იმიტომ არ ხვდება ყოფილ გადაცემათა რიცხვში, რომ ყველაზე უპრობლემო წამყვანები ჰყავს და თემებსაც ისეთს არჩევენ, რომელიც არც ერთ ხელმძღვანელს არ გაანაწყენებს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები