ძლიერი ქარის შედეგად შევარდენიძის ქუჩაზე ხე ელექტროსადენებს დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად შევარდენიძის ქუჩაზე ხე ელექტროსადენებს დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად გუშინ შევარდენიძის ქუჩა #1-ში ხე წაიქცა და ელექტროსადენებს დაეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ბრიგადებმა გადატეხილი ხე დაჭრეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის შედეგად სახურავის გადახდის ან შენობის დაზიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სულ ღამის განმავლობაში 40-მდე სხვადასხვა სახის გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა მათი უმრავლესობა ქარს არ უკავშირდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია