სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის” დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს

სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა "იმედის” დილის გადაცემიდან გაათავისუფლეს

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა ელტონ ჯონის მიმართ გამოთქმული პირადი მოსაზრებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას დათო ქაცარავამ განახადა, 18 იანვარს, 08.32 საათზე ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა სიუჟეტი ელტონ ჯონისა და მისი შვილების შესახებ.

ტელეწამყვანებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოთქვეს, რამაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობას” აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობამ კი სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა სამსახურიდან დაითხოვა.

- რამ განაპირობა თქვენი სამსახურიდან დათხოვნა?

დათო ქაცარავა: ეთერში გავიდა სიუჟეტი ელტონ ჯონის ოჯახთან დაკავშირებით. სიუჟეტის დასრულების შემდეგ, პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ "მე გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის სუროგატი შვილები", -  ხოლო სალომემ თქვა: "მეც ნამდვილად არ მშურს ამ ბავშვების, ვინაიდან როცა გაიზრდებიან მათ ორი მამა ეყოლებათო". სწორედ ეს გახდა ჩვენი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. აღარ მახსოვს, რა ქვია ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, "იდენტობა.კომ" თუ "იდენტობა.გე", მოკლედ, ამ არასამთავრობოს ჰქონდა რეაქცია და "იმედის" ხელმძღვანელობამაც ჩვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

"ამბები.გე"-სთან სალომე გოგიაშვილმა განაცხადა, რომ სხვა დროსაც ხშირად გამოუთქვამთ საკუთარი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია.

სალომე გოგიაშვილი: ჩემი აზრი გამოვთქვი ელტონ ჯონის ოჯახთან დაკავშირებით. ეს კი ჩემი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გახდა. ასევე მოხდა დათო ქაცარავას შემთხვევაშიც. მე ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან, სხვადასხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან გადავამოწმე, აფიქსირებდნენ თუ არა საკუთარ აზრს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და დამიდასტურეს, რომ ამის გამო სამსახურიდან ისინი არავის გაუთავისუფლებია.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები