"კავკასუს ონლაინში" ტექნიკური პრობლემების გამო, "IPN"-ის, "პალიტრა TV"-ისა და "კვირის პალიტრის" საიტები შეფერხებით მუშაობდა

"კავკასუს ონლაინში" ტექნიკური პრობლემების გამო, "IPN"-ის, "პალიტრა TV"-ისა და "კვირის პალიტრის" საიტები შეფერხებით მუშაობდა

დილიდან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის", "პალიტრატვ"-ისა და "კვირის პალიტრის" საიტების მუშაობა შეფერხდა.

ეს მიმდინარე თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ინტერნეტპროვაიდერ "კავკასუს ონლაინის" ტექნიკური მიზეზით აღნიშნული საიტების მუშაობას პრობლემა ექმნება.

საიტების გათიშვის მიზეზების გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" "კავკასუს ონლაინის" ჰოსტინგის განყოფილების წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიაში საერთო ტექნიკური შეფერხებაა, რომელიც სავარაუდოდ, უახლოეს დროში აღმოიფხვრება.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები