წიგ­ნი და ქა­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს თმობს გა­ზაფ­ხულს

წიგ­ნი და ქა­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს თმობს გა­ზაფ­ხულს

ოთახ­ში რაც უნ­და ქა­ო­სი იყოს, სა­ვარ­ძელ­ში რომ მოვ­კა­ლათ­დე­ბი და წიგნს გა­დავ­შლი, მი­სი სურ­ნე­ლით მთვრა­ლი, სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დავ­დი­ვარ, - გვითხ­რა ყო­ფილ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა და მომ­ღე­რალ­მა, ამ­ჟა­მად კი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა თა­თია გი­ორ­გო­ბი­ან­მა, რო­მე­ლიც დღეს "წიგ­ნის თა­როს" სტუ­მა­რი­ა.

- სკო­ლა­ში რომ შე­ვე­დი, მარ­თა­ლი­ა, გა­მარ­თუ­ლად ვერ ვკითხ­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ან­ბა­ნი ვი­ცო­დი. მე­ოც­ნე­ბე ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - კონ­კი­ა. მარ­თა­ლი­ა, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბო­და, მაგ­რამ ამ ზღაპ­რის და­სას­რულ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. ცხოვ­რე­ბა­შიც მიყ­ვარს კე­თი­ლი ფი­ნა­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ასე არ ხდე­ბა... სხვა­თა შო­რის, კონ­კი­ო­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბი­ა, პრინ­ცე­სა­სა­ვით ცხოვ­რე­ბა უფ­რო მომ­წონ­და - ლა­მა­ზი კა­ბე­ბი, სი­კე­თის კე­თე­ბა... ეს დღე­საც ძა­ლი­ან მი­ზი­დავს. შემ­დეგ შე­მიყ­ვარ­და მე­რი პო­პინ­სი, პე­პი, მაგ­რამ არას­დროს გარ­დავ­სა­ხულ­ვარ. მე­რე კარ­ლსონ­ზე გავ­გიჟ­დი...

რო­დე­საც ზღაპ­რე­ბის ეპო­ქა დას­რულ­და, სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა და­ვიწყე და ეს სამ­ყა­რო დღემ­დე მი­ზი­დავს.

კარ­გი წიგ­ნით მოგ­ვრი­ლი ემო­ცია დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბა ადა­მი­ანს... ახ­ლა კი ვცდი­ლობ, ჩემს ქა­ლიშ­ვილს შე­ვაყ­ვა­რო კითხ­ვა და და­ვა­ინ­ტე­რე­სო იმ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით, რომ­ლებ­მაც ჩემ­ზე ბავ­შვო­ბა­ში უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეგ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რად მი­იჩ­ნი­ო? ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მკითხ­ველს ასა­კი არა აქვს.

- რო­მან­ტი­კო­სი მკითხ­ვე­ლი ყო­ფილ­ხარ...

- ნამ­დვი­ლად, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა არ და­მი­კარ­გავს. რო­მან­ტი­კა ჩემ­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი­ა. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი რო­მან­ტი­კო­სი­ა, უბ­რა­ლოდ, ამას ზო­გი აღი­ა­რებს, ზო­გიც არა.

ოჯახ­ში მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და და იცოდ­ნენ წიგ­ნის ფა­სი, მირ­ჩევ­დნენ, რა უნ­და წა­მე­კითხ­ა. გა­მი­მარ­თლა და პე­და­გო­გე­ბიც ისე­თი შემ­ხვდა, რო­მელ­თა რჩე­ვით ვე­ზი­ა­რე არა­ერთ კლა­სი­კოსს. სწო­რედ ჩე­მი პე­და­გო­გის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, რომ რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მიყ­ვარს. ვგიჟ­დე­ბი ბუ­ნინ­ზე, პუშ­კინ­სა და ლერ­მონ­ტოვ­ზე, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ბულ­გა­კოვ­ზე. უცხ­ო­ე­ლი მწერ­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან მომ­წონს რე­მარ­კი, მარ­კე­სი, დღე­საც მიყ­ვარს ვიქ­ტორ ჰი­უ­გო. აგ­რეთ­ვე, პრუს­ტი და შტე­ფან ცვა­ი­გი. შექ­სპი­რი ხომ ყვე­ლა დრო­ის უდი­დე­სი შე­მოქ­მე­დი­ა. მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ა, მაგ­რამ ვა­ჟა მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი­ა. მიყ­ვარს რო­ბა­ქი­ძის "გვე­ლის პე­რან­გი", გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბი... გა­ლაკ­ტი­ონს ვაღ­მერ­თებ. რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მო­გით­ვა­ლოთ? ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი და პო­ე­ტი მყავს. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი მე­უღ­ლე, ლუ­კა ხო­ჯა­ვა ძა­ლი­ან ნა­კითხ­ი­ა, მაგ­რამ ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა გან­სხვავ­დე­ბა. ის ფან­ტას­ტი­კას ამ­ჯო­ბი­ნებს... მი­სი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი კურტ ვო­ნე­გუ­ტი­ა.

- შენს პი­რად წიგ­ნის თა­რო­ზე რო­მელ ნა­წარ­მო­ე­ბებს შე­მო­დებ­დი?

- ნა­წარ­მო­ე­ბებს არა, მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ფრა­ზებს ამო­ვი­ღებ­დი.

- რო­მე­ლია შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა?

- "ქა­ლი, რო­მე­ლიც გა­ზაფ­ხულს არ თმობს"... ეს ფრა­ზა ქარ­თველ პო­ეტს, გე­ნო კა­ლან­დი­ას ეკუთ­ვნის და რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ ჩემ­ზე თქვა (ი­ღი­მის). მეც ვარ ქა­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს თმობს გა­ზაფ­ხულს.

- რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბის გმირ­ზე თუ გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ­ხარ?

- არას­დროს. თუმ­ცა ყო­ველ­თვის მყავ­და გა­მო­გო­ნი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში არ არ­სე­ბობ­და... უფ­რო სწო­რად, მე­გო­ნა, რომ არ არ­სე­ბობ­და, ვიდ­რე ლუ­კას არ შევ­ხვდი.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟს ჰგავს ლუ­კა?

- არა­ვის. უფ­რო სწო­რად, მრა­ვა­ლი პერ­სო­ნა­ჟის თვი­სე­ბე­ბია მას­ში თავ­მოყ­რი­ლი. არ იფიქ­როთ, რომ ლუ­კას ვა­ი­დე­ა­ლებ. თვი­თონ კი ხში­რად მე­ხუმ­რე­ბა, დ"არ­ტა­ნი­ა­ნი ვა­რო (ი­ცი­ნის).

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არის თუ არა წიგ­ნი­ე­რი?

- ბო­ლო ხანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­უბ­რუნ­და წიგნს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ვი­სურ­ვებ­დი, წიგ­ნზე უფ­რო მე­ტად ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს