როგორ გახდა ვახო სანაია ნინო შუბლაძის კონკურენტი

როგორ გახდა ვახო სანაია ნინო შუბლაძის კონკურენტი

ვახო სანაიამ თავისი გადაცემის დახურვის შემდეგ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა გადაწყვიტა, ჟურნალისტიკაში დარჩენილიყო და "იმედის" გუნდის წევრი გახდა. რამდენიმე წლის წინ "იმედზე" საინფორმაციოც მიჰყავდა და საავტორო გადაცემაც ჰქონდა. ის ისევ ნაცნობ გარემოში დაბრუნდა და დიდი სურვილი აქვს, კარგი გადაცემა მოამზადოს.

-  ვახო, "პირველ არხზე" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. არ გი­­ფიქრია, რომ ჯობდა მაინც "პი­რ­ვ­ელარხელად" დარჩენილიყავი?

-  მე არ წამოვსულვარ "პირველი არხიდან". "პირველი არხის" ყოფილმა ხელმძღვანელობამ შეაჩერა ჩემი გადაცემა. ყოველთვის ვამბობ, რომ 18 სექტემბრამდე ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში არავინ ჩარეულა და ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ხელმძღვანელობა ვერც ჩაერეოდა, რადგან ეს პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მზადდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მე და ჩემმა თანამშრომლებმა გავაპროტესტეთ ის ინერტულობა, რაც "პირველ არხს" პატიმრების წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჰქონდა. ყველაფერი არჩევნებიდან მალევე, 9 ოქტომბერს მოხდა. არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ ჩვენი გადაცემები გაგვეგრძელებინა. არ ვიცი, ვისთან შეთანხმებით მიიღო გია ჭანტურიამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სამსახურებიდან გავეთავისუფლებინეთ.

-  მახსოვს, ბოლომდე ბრძოლას აპირებდით...

-  ბოლომდე ბრძოლაში ის იგულისხმებოდა, რომ სასამართლოში მეჩივლა. ეს მართლაც გავაკეთე. გვინდა, სასამართლოს გზით დავამტკიცოთ, რომ გადაცემების დახურვა კანონიერი არ იყო. ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებაში კი თავისუფალი ვარ. უკვე გავაკეთე არჩევანი და მუშაობას ტელეკომპანია "იმედში" გავაგრძელებ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სასამართლოში მიმდინარე პროცესს. ჩემთვის და ჩემი ყოფილი თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, სამსახურში აღდგენა, რომ ჩვენი უკანონოდ გათავისუფლება დავამტკიცოთ.

-  "იმედისგან" მიიღეთ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუ თავად მიხვედით ტელეკომპანიაში?

-  არხისგან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ძალიან საინტერესო წინადადება იყო და დავთანხმდი. სახელი "ღია ეთერი" დავტოვეთ, ცნობილი ბრენდია და ტელეკომპანია "იმედს" ეკუთვნის.

-  პარასკევს ათ საათზე ეთერში გადის ნინო შუბლაძის "პოზიც­ია". ასეთი არჩევანი რატომ მიიღო "იმ­ედმა", რომ თქვენსა და ნინო შუბლაძეს შორის სატელევიზიო დუელი გამართულიყო?

-  არ ვიცი, ვინ როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს, მაგრამ ტელეკომპანია "იმედს" აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყველაზე მაგარი ტელევიზია იყოს საქართველოში. ჩემი და ნინო შუბლაძის გადაცემები რომ ემთხვევა, ვფიქრობ, ჩემთვისაც და ნინოსთვისაც კარგია. კონკურენცია ყოველთვის ზრდის გადაცემის ხარისხს, შესაბამისად, ეს კარგია მაყურებლისთვისაც.

-  ნინო შუბლაძის აზრი იცით ამის შესახებ?

-  არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნინოც ისევე ფიქრობს, როგორც მე.

-  არც განიხილებოდა სხვა დრო? დასაწყის ეტაპზე მაინც რომ ყოფილიყო გადაცემისთვის სხვა დრო შერჩეული, არ გიფიქრიათ?

-  ჩვენ მაინცდამაინც იმაზე არ ვფიქრობდით, კონკურენტი გადაცემა რომელ საათზე გავიდოდა ეთერში. ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ კვირის ბოლოს შეგვეჯამებინა პოლიტიკური მოვლენები. მაყურებელი კონკურენტულ გარემოში თავად აირჩევს, რას უყუროს. მინდა თქვენს მკითხველს მოვუწოდო, გვიყურონ, თუ უნდათ, რომ ამომწურავი პასუხი მიიღონ ყველაფერზე, რაც მოხდა კვირის განმავლობაში. გვექნება დებატები, გვეყოლება აქტიური დარბაზი, რომელიც ასევე დასვამს შეკითხვებს. სოციალური ქსელებით შეუძლია ჩაერთოს მაყურებელს, გვექნება ინტერაქტივიც.

-  პირველი ეთერის წინ ალბ­ათ ძალიან ნერვიულობთ...

-  ყველა ეთერს წინ უსწრებს ღელვა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის დებიუტანტის ნერვიულობა. წლებია, ეთერში ვარ. უბრალოდ, უფრო იზრდება პასუხისმგებლობა, როცა რაიმე ახალს იწყებ.

-  პირადზე მინდა გკითხოთ...

-  ამაზე ლაპარაკი არასდროს მიყვარდა. თუკი რაიმე მითქვამს, ესეც ჟურანლისტების დაჟინებული თხოვნის შემდეგ ხდებოდა და მაშინაც ძალიან ცოტას ვსაუბრობდი.

-  არადა, "ფეისბუქზე" თამამ­ად დაწერეთ, რომ შეყვარებული ხართ...

-  როდინდელ ამბავს მიყვებით?

-  რამდენიმე დღის წინ წერდით, დღეს სულ ერთი წუთით მოვკარი თვალი და კარგად ვარო. სტატუსს მეგობრების ისეთი კომენტარები მოჰყვა, აშკარად გოგონას მოჰკარით თვალი და იმან დაგაყენათ კარგ ხასიათზე.

-  ყველას ვიღაც გვიყვარს. თუმცა არაა აუცილებელი, ამაზე ჟურნალისტებს ველაპარაკო. "ფეისბუქზე" შეიძლება რამე დავწერე, მაგრამ აღარც მახსოვს, ვისზე მეუბნებით.

-  ამბობენ, რომ მექალთანე ხართ და ეს ჩვენი საუბრიდანაც ჩანს.

-  ნამდვილად არ ვარ მექალთანე.

-  იყო შემთხვევა, "ფეისბუქზე" დაწერეთ, რომ დაქორწინდით და მეგობრები გილოცავდნენ გაბედნიერებას.

-  ეს ჩემი მეგობრის ბოროტი ხუმრობა იყო. "ფეისბუქი" დამრჩა ჩართული და მან დაწერა, რომ დავინიშნე. სამწუხაროდ, გვიან ვნახე და ჭორი სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. შემიძლია გითხრათ, რომ არ ვარ დანიშნული და არც არავინ დამინიშნავს ბოლო პერიოდში.

-  არც გეგმავთ უახლოეს მომავალში?

-  მოდით პირად საკითხებზე აღარ ვისაუბროთ.

-  წლებია, უკვე პოლიტიკურ თემებზე მუშაობთ. ამ დროის განმავლობაში რესპონდენტი ისე თუ განაწყენებულა, რომ თქვენს გადაცემაში მოსვლის სურვილი დაეკარგა?

-  ჩემზე განაწყენებული პოლიტიკოსი არ მახსენდება, თუმცა გადაცემის შემდეგ ხშირად რჩებიან პოლიტიკოსები ნაწყენები მწვავე კითხვების გამო. პოლიტიკოსების ვალია, ყველაფერს ვაჟკაცურად გაუძლონ. მიამიტურად არ უნდა უყურონ მოვლენებს. თუ რაიმე ეწყინათ, მალევე გადაუვლით. პოლიტიკოსს ყოველთვის სჭირდება ეთერი და ყოველთვის უნდა პასუხობდეს ყველაზე მწვავე კითხვასაც კი.

-  თქვენი ძმის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას გეგმავდით. აღარ გსურთ იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რომელიც საზოგადოებას აქვს?

-  ჩვენი ოჯახისთვის არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ ის კითხვები გვაქვს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში გვქონდა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მალე მივმართავთ პროკურატურას და საქმის ხელახლა გამოძიებას მოვითხოვთ. ჩემი ოჯახის წევრები ყველა ხელისუფლების პირობებში ვამბობდით, რომ ეს საქმე არ იყო გახსნილი და ახლაც ასე ვფიქრობთ. შევიტანთ პროკურატურაში განცხადებას, მერე ყველაფერს აქტიურად მივადევნებთ თვალს და ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

-  ალბათ ოჯახის წევრები სა­კუ­თარი ძალებითაც იძიებდით მომ­­­ხდარს...

-  ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვაქვს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე სხვა მოქალაქეებს და როცა ვამბობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც შეუკვეთეს ძალიან გავლენიანმა ადამიანებმა, ამას ჰაერზე არ ვამბობთ. სხვა არის, როცა საზოგადოება ამბობს, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო, ჩვენს ნათქვამს კი მოჰყვება ფაქტები და მტკიცებულებები. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, მივეხმარებით საგამომძიებლო უწყებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქმე მთლიანად თავიდან უნდა იქნეს გამოძიებული. ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მკვლელობას, სხვადასხვა ეტაპზე აყალბებდნენ მტკიცებულებებს. რა თქმა უნდა, მთავარი აქ ისაა, რომ შემკვეთზე გავიდეს გამოძიება. მოხდეს პრეცედენტი და საქართველოში გაიხსნას პოლიტიკური მკვლელობა. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პირადად მე აქტიური ადამიანი ვარ და ნამდვილად არ გამიჭირდება საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, თუ როგორ წარიმართება მთელი გამოძიება. არა მარტო იმედი მაქვს, დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე გაიხსნება. პროკურატურაში განცხადებას თებერვალში შევიტანთ.

-  ამ ეტაპზე ვერ დაასახელებთ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც ეჭვი გაქვთ?

-  ბუნებრივია, ვერ ვიტყვი ყველაფერს, რაც ოჯახისთვის ცნობილია.

-  ამ დროის განმავლობაში ალბათ იმ ადამიანებთანაც გქონიათ ინტერვიუ, ვისზეც ფიქრობდით, რომ თქვენი ძმის მკვლელობაში იყო გარეული...

-  მოდით ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ვერ ნახავთ ჩემს ვერც ერთ ინტერვიუს, სადაც ვინმეს პერსონალურად ბრალს ვდებდე. საჯაროდ ნათქვამმა მინიშნებებმა შეიძლება, გამოძიებას ავნოს.

-  გჯერათ, რომ დღეს საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ?

-  ამ ეტაპზე ეჭვის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ახალმა პროკურატურამ შეიძლება რამე არასწორად წარმართოს. თუკი რაიმე არასწორად წარიმართება, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოებას ვაცნობებ. იმედი რომ არ მქონდეს, განცხადებასაც არ შევიტანდით.

-  ყველაფრის მიუხედავად, არ გენატრებათ "პირველი არხი"?

-  ძალიან კომფორტულად ვარ "იმედში". მომწონს და მიადვილდება საინფორმაციოს ხელმძღვანელ ბაია ცანავასთან მუშაობა. რაც შეეხება "პირველ არხს", მე ჩემი მოსაზრებები მაქვს. ვფიქრობ, რომ ამ არხზე ცვლილებები გარდაუვალია, რაც ძალიან მალე მოხდება. რაღაცები ფუნდამენტურად შესაცვლელია და შეიცვლება კიდეც, ამაში ეჭვი არ მეპარება. პარლამენტში უკვე შეტანილია კანონპროექტი, როგორი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭო, როგორ უნდა აირჩიონ ხელმძღვანელი და რა უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრიორიტეტები. რა მნიშვნელობა აქვს, მე ვიმუშავებ თუ არა? ჩვენ ყველას გვეკუთვნის "საზოგადოებრივი მაუწყებელი", ჩვენი გადასახადებით ფინანსდება.

-  სხვა ტელევიზიებიდან არ გქონიათ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

-  რამდენიმე მედიასაშუალებასთან მქონდა საუბარი. მათ შორის არასატელევიზიო სფეროდანაც, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე.

-  პრესაში ხომ არ აპირებდით საკუთარი ძალების მოსინჯვას?

-  პრესაში არა, არაჟურნალისტური სფეროდან მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ დავრჩი ჟურნალისტიკაში და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

-  სამწუხაროა, რომ პირადზე არ საუბრობთ. არადა ამბობენ, რომ ძალიან შეყვარებული ხართ.

-  თქვან, ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, როცა შენზე ლაპარაკობენ.

-  შეყვარებული ადამიანი, სავა­რაუდოდ, უფრო კარგად წაიყვანს გადაცემას.

-  პირად ცხოვრებას და საქმეს არასდროს ვურევ ერთმანეთში.

-  თქვენი ყოფილი მეუღლე მარიკა ბაკურაძეც ხომ "იმედის" თანამშრომელია?

-  მარიკა "იმედის გმირებში" მუშაობს.

-  ერთმანეთს არ ხვდებით?

-  მე დავამთავრე ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები