"ბურგერ-კინგის" საქართველოში შემოსვლის თარიღი დასახელდა

"ბურგერ-კინგის" საქართველოში შემოსვლის თარიღი დასახელდა

ამერიკული "ბურგერ-კინგის" საქართველოში შემოსვლის თარიღი დასახელდა. ამ ბრენდით სწარაფი კვების პირველი ობიექტი თვის ბოლოს "თბილისი მოლში" გაიხსენება. აეროპორტის შემდეგ დედაქალაქში ეს უკვე მეორე ადგილი იქნება, სადაც ამერიკული ჰამბურგერის შეძენას შეძლებთ.

საქართველოში "ბურგერ კინგის" წარმომადგენელი ომერ ილმაზი "მარკეტერ.გე"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პირველი ფილიალი საკმაოდ კარგად მუშაობს, თუმცა კონკრეტული სტატისტიკა არ გააჩნია. ის ამავე ბრენდს წარმოადგენს თურქეთში. მისი თქმით, იქ საკმაოდ წარმატებულია სწრაფი კვების ობიექტი და იმედოვნებს, რომ საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდება.

"თბილისში "ბურგერ კინგის” გახსნაზე მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა. მოლაპარაკება უშუალოდ ამერიკულ მხარესთან მიმდინარეობდა. საქართველოს შემდეგ ვაპირებთ აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლას. "ბურგერ კინგს" დაბალი სეგმენტისათვის გათვლილი პროდუქტი არ აქვს", - განაცხადა ომერ ილმაზმა.

მისი თქმით, ერთი მენიუ 11 ლარი ეღირება. თუმცა, ფასი ჯერჯერობით ზუსტად განსაზღვრული არ არის.

ერთი მენიუს ფასი, რომელშიც ჰამბურგერი, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი და "ფრი" შედის, ამერიკაში 7 დოლარი ღირს.

ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილები მათი რესტორნისთვის სპეციალურად შეირჩა. ომერ ილმაზის თქმით, ამერიკაშიც ძირითადად ხალხმრავალ ადგილებშია. თბილისში "ბურგერ კინგის" ძველი და მალე უკვე ახალი რესტორანი ქალაქგარეთ იქნება.

თუმცა, ეს მათი სტრატეგიის ერთადერთი მიმართულება არ არის. ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამომავლოდ ფილიალის გახსნას კოსტავასა და მარჯანიშვილის ქუჩებზე გეგმავენ.

ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი მარჯანიშვილზე "მაკდონალდსის" მოპირდაპირე შენობაა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. თუმცა, აღიარებენ რომ "ბურგერ კინგის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ "მაკდონალდსია".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა