"მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან''

"მალე ინდოელები მთელი საქართველოს მიწებს იყიდიან''

საქართველოში ინდოელი პენჯაბელი ფერმერები მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ. ინდოეთში მიწის მაღალი ფასები პენჯაბელ ფერმერებს აიძულებს, ჩვენი ქვეყანაში გადმოსახლდნენ. ერთ-ერთი პენჯაბელი ფერმერი, 26 წლის გურმიტ სინგჰი, 6 თვეა, რაც საქართველოში დასახლდა. მან წნორის მახლობლად, ალაზნის ველზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 16 000 დოლარად იყიდა. სინგჰი თავის თანასოფლელებსაც უკავშირდება და ინფორმაციას აწვდის საქართველოში მიწის სავარგულების დაბალი ფასების შესახებ. გურმიტ სინგჰი დასძენს, რომ ალაზნის ველზე უკვე 50 პენჯაბელმა ოჯახმა იყიდა სავარგულები. 

"ბევრი ნათესავი და ახლობელი მყავს ინდოეთში. მინდა, რომ მათაც ნახონ სარგებელი, ჩამოვიდნენ საქართველოში და სარფიან ფასად შეიძინონ მიწის ნაკვეთები. მიყვარს საქართველო,  ქართველი ხალხი და ქართული კერძებიც მომწონს. ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს სხვა სარწმუნოების აღმსარებლებთან თანაცხოვრება", - აღნიშნავს სინგჰი.

"კახეთში ინდოელები მასობრივად ყიდულობენ მიწებს. კახელები ჩალის ფასად ყიდინ მიწის ნაკვეთებს, რადგან ეკონომიური სიდუხჭირეა ქვეყანაში. მიწა არ გამიყიდია, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად ვარ გაჭირვებული. არ მინდა ქართულ მიწაზე დაფუძნდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მალე ინდოელები მთელს საქართველოს იყიდიან", - ამბობს წნორის მკვიდრი გივი გზირიშვილი.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა