გოგოლა კალანდაძე "ნანუკას შოუს" პროდიუსერი გახდა

გოგოლა კალანდაძე "ნანუკას შოუს" პროდიუსერი გახდა

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სიახლეა. მის შემოქმედებით გუნდს შეუერთდა ცნობილი მსახიობი გოგოლა კალანდაძე. ახალი სეზონიდან "ნანუკას შოუმ" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადაინაცვლა, მისი ერთ-ერთი პროდიუსერი კი გოგოლა კალანდაძე გახდა.

ბუკლესთან საუბარში გოგოლა კალანდაძემ აღნიშნა, რომ ეს წინადადება მან ნანუკასგან სიამოვნებით მიიღო, რადგან ცნობილი მსახიობი და წამყვანი უმუშევარი გახლდათ.

- ამ ეტაპზე არც თეატრიდან და არც ტელევიზიიდან არანაირი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონდა. პროფესიული პაუზის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ მიყვარს უსაქმური ხალხი და არ შემიძლია უმოქმედოდ ყოფნა. ნანუკა ჩემი მეგობარი, ნათესავი და უახლოესი ადამიანია.

- ადვილად გაართვით თავი ამ სფეროს?

- ამ შემთხვევაში მე ნანუკას და მისი მთავარი პროდიუსერის, მაია სტეფნაძის თანაშემწე ვარ. ახლობელთან მუშაობა მირჩევნია და მსიამოვნებს, მას გვერდში რომ ვუდგავარ. პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფია და მიადვილდება მათთან მუშაობა.

- ძირითადად რისი გაკეთება გიწევთ?

- რაც მევალება. შემიძლია თუ არ შემიძლია - ვაკეთებ.

- თეატრში რომ არ გიწვევენ, ამას რას უკავშირებთ?

- ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფორმაში არ ვარ, წონაში მოვიმატე, რადგან მესამე ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შემეძინა.

- პროდიუსერად დარჩებით თუ შემდგომში მსახიობობას დაუბრუნდებით?

- მსახიობობას აუცილებლად დავუბრუნდები, მაგრამ შესაძლოა, ორივე პროფესია შევუთავსო ერთმანეთს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები