თბილისში იტალიური პროდუქტების მაღაზია "იტალიანა" გაიხსნა

თბილისში იტალიური პროდუქტების მაღაზია "იტალიანა" გაიხსნა

თბილისში იტალიური პროდუქტების მაღაზია-გასტრონომი "იტალიანა" გაიხსნა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ნინო კილოსანიძე აცხადებს, "იტალიანა" ქართველ მომხმარებელს იტალიური პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ არის.

ამ დროისთვის მაღაზიაში 100-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი, მათ შორის 30-მდე სახეობის ძეხვეული და 50 სახეობის ყველი.

"ჩვენ იტალიიდან უმაღლესი ხარისხის იტალიური პროდუქტები, ძეხვეულისა და ყველის მრავალფეროვანი არჩევანი შემოვიტანეთ, მათ შორის: პროშუტო, მოცარელა, ბრეზაოლა, პარმიჯანო, ღვინო, პასტა, უგემრიელესი ტირამისუ და მრავალი სხვა. ტრანსპორტირების დრო მინიმუმამდე არის შემცირებული, რაც ხარისხის შენარჩუნების საშულებას იძლევა", - აცხადებს კილოსანიძე.

რაც შეეხება ფასებს, პროდუქცია პრემიუმ-კლასისაა, ფასებიც შედარებით მაღალია.

მაღაზია-გასტრონომი "იტალიანა" ჭავჭავაძის გამზირზე N43-ში, ვაკის პარკთან მდებარეობს. მომავალში ქსელის გაფართოვებაც იგეგმება და ახალი მაღაზია საბურთალოზე გაიხსნება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა