"სმარტი" გამაგრილებელი სასმელის "დოქტორ პეპერის" რეალიზაციას იწყებს

"სმარტი" გამაგრილებელი სასმელის "დოქტორ პეპერის" რეალიზაციას იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ცნობილი ამერიკული გამაგრილებელი სასმელის "დოქტორ პეპერის" რეალიზაციას იწყებს. "დოქტორ პეპერი" 1885 წელს ტეხასში შეიქმნა და ამ დროისთვის აშშ-ში, ევროპაში, აზიაში, კანადასა და ავსტრალიაში, ასევე ახალი ზელანდიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელია.

"მოხარული ვართ, რომ "სმარტის" მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. ცნობილი ამერიკული გამაგრილებელი სასმელი "დოქტორ პეპერი" გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და ყველა გამაგრილებელი სასმელისგან განსხვავებული უნიკალური გემოთი. "დოქტორ პეპერი" დატვირთული დღის რეჟიმით დაღლილ მომხმარებლებს ახალ ენერგიას შემატებს. ვფიქრობთ, "დოქტორ პეპერის" "სმარტის" ქსელში გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მათ, ვისაც ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ის ყველასთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმელი გახდება. "დოქტორ პეპერი" "სმარტში" 1.95 ლარად იყიდება", - აცხადებენ "სმარტში".

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ამჟამად "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები წარმატებით მუშაობს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა