H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრი აზუსტებს, თუ რომელ კლინიკებში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა.

დღეისთვის H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 192 შემთხვევაა აღრიცხული. 9 ადამიანი გარდაიცვალა. რეგისტრირებული შემთხვევებიდან ათი B ტიპის ვირუსია, დანარჩენი A ტიპის.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის 50-ით გაიზარდა. ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების გამოვლინება რამდენიმე კვირა კიდევ გაგრძელდება. ცენტრში ლაბორატორიულ სინჯებს მძიმე შემთხვევებიდან იღებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია