ახალი Range Rover უკვე საქართველოშია

ახალი Range Rover უკვე საქართველოშია

აბსოლუტურად ახალი Range Rover-ი უკვე საქართველოშია. ავტომობილის პრეზენტაცია დღეს "ივენთ ჰოლში" გაიმართა.

მეოთხე თაობის Range Rover-ი განიცდის რადიკალურ ტრანსფორმაციას, თუმცა ინარჩუნებს ინოვაციურ სულს, რაც მას ახასიათებს, უკვე 40 წელია. აბსოლუტურად ახალ Range Rover-ს უპირატესობას ანიჭებენ საერთაშორისო, ე.წ. Vip პირები და ბიზნესლიდერები. მსოფლიოს პირველმა "ჯიპმა" მსუბუქი ალუმინის კორპუსით გამოავლინა მნიშვნელოვანი წინსვლა მუშაობაში და ხმელეთის ყველა სახის ზედაპირზე გამკლავებით, ასევე საწვავის ეკონომიითა და ნახშირორჟანგის გამოყოფის მხრივ.

ახალი Range Rover-ი საფუძველშივე დაკომპლექტებულია ისე, რომ იყოს ყველაზე დახვეწილი და მძლავრი მოდელი კორპუსისა და შასის უახლესი ტექნოლოგიების მიღებით. ავტომობილის მაღალი გამავლობის ფუნქცია სხვა დონეზე გადავიდა თვალთახედვის სიფართოვითა და ძრავის უგზოობაზე მორგებულობით, ასევე გზებზე მართვისა და ოპტიმიზების ფუნქციებით.

ამასთან, მაქსიმალურად ახალი თანამედროვე არქიტექტურა უზრუნველყოფს პირველი კლასის მგზავრობას, ხოლო თვლების განსაკუთრებული არტიკულაციისა და სიმდგრადის წყალობით ის უმკლავდება ურთულეს პირობებს.

Range Rover-ები განახლებულია ისე, რომ მძღოლებმა მიიღონ აბსოლუტური იზოლირება გარესამყაროსგან; ახალი მოდელი დაკომპლექტდა ისე, რომ დახვეწილობის დონით დააკმაყოფილოს მდიდრული ავტომობილების უმაღლესი სტანდარტები. მომხმარებლებს შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ ბენზინის ძრავის მოდელსა და ორდიზელის ძრავებს შორის.

აბსოლუტურად ახალი Range Rover წარმოადგენს მთლიანად ალუმინისგან დამზადებულ კოპრუსის სტრუქტურას, რომელიც 29%-ით უფრო მსუბუქია, ძველი მოდელის ფოლადის კორპუსთან შედარებით.

ამასთან, ავტომობილის ინტერიერი დაკომპლექტებულია პრემიუმ ფუნქციების სრული ნაკრებით, რათა წინა და უკანა სავარძლების მგზავრებს ჰქონდეთ შეუდარებელი ფუფუნების შეგრძნება. მათი დადებითი განწყობა უზრუნველყოფილია ინტერიერის, კომფორტის, სანდოობისა და აუღელვებლობის შესაქმენლი უახლოესი ტექნოლოგიებით.

როგორც ახალი Range Rover-ის პრეზენტაციაზე შპს Guava International მარკეტინგის მენეჯერმა, პოლ ბეილისმა აღნიშნა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტი, რომლებიც ითხოვენ, რომ არაფერი შეიცვალოს, უბრალოდ გაუმჯობესდეს.

"ჩვენ გადავწვიტეთ შეგვექმნა არა მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ჯიპი, არამედ მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი მდიდრული ავტომობილი. ჩვენ გვიხარია და გვეამაყება, წარმოვადგინოთ ახალი Range Rover-ი საქართველოში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს მიერ შექმნილი ავტომობილით", - აღნიშნა პოლ ბეილისმა.

აბსოლუტურად ახალი Range Rover ავტომობილის დაჯავშნა დაიწყო საქართველოში "ჯითი მოტორსის" მიერ და უკვე დღეიდან ხელმისაწვდომია.

როგორც პრეზენტაციაზე "ჯითი მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა, თემურ უსტიაშვილმა განაცხადა, ავტომობილის ღირებულება 112 000 დოლარია და მასში შედის განბაჟება და გაფორმება.

(R)

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო