"პალიტრაTV"-მ თბილისში საკაბელო მაუწყებლობა გააფართოვა

"პალიტრაTV"-მ თბილისში საკაბელო მაუწყებლობა გააფართოვა

"პალიტრაTV"-მ თბილისში საკაბელო მაუწყებლობა გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა დღეიდან საკაბელო ოპერატორების - "სტუდია ტვ"-ს და "დიდგორი -2"-ის აბონენტებსაც შეეძლებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრაTV"-ს დირექტორმა, ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "გლობალ ტვ"-ს და "ა+ბ"-ს მეშვეობით. ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ოპერატორთან, რომლებიც უახლოეს მომავალში "პალიტრაTV"-ს თავის ქსელში ჩართავან.

დღის განმავლობაში "პალიტრაTV" - ს ეთერი მრავალფეროვან გადაცემებს ეთმობა - საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები და შემეცნებით-გასართობი პროექტები.

გაზაფხულისთვის იგეგმება ქართულ ენაზე გახმოვანებული მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები