სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ერთგული მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და "ახალი ინგლისური ჩაის" რეალიზაციას იწყებს. ინგლისური ტრადიციებით გასულ საუკუნეში შექმნილი "ახალი ინგლისური ჩაი" მთელს მსოფლიოში მაღალი ხარისხითა და ორიგინალური შეფუთვებით არის ცნობილი. ამიტომაც "ახალი ინგლისური ჩაი" ყველგან სიმბოლურ საჩუქრად მიიჩნევა.
"ახალი ინგლისური ჩაი" ინგლისისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით გაფორმებულ შეფუთვაში, როგორიცაა წითელი სატელეფონო ჯიხური, წითელი ავტობუსი, თუნუქის ქილა ინგლისის დროშით, ელისაბედ დედოფლის სურათით, "ბიგ ბენის" გამოსახულებითა და სხვა, "სმარტში" 3.95 ლარად იყიდება.
"მოხარული ვართ, რომ "სმარტის" მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. "ახალი ინგლისური ჩაი" გამოირჩევა უნიკალური შეფუთვითა და გემოთი. "ახალი ინგლისური ჩაის" საქართველოში გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მაღალხარისხიანი ჩაის მოყვარულებს. "ახალი ინგლისური ჩაი" ყველაზე პოპულარული ჩაია დიდ ბრიტანეთში და ვფიქრობთ, სულ მალე ის საქართველოშიც საყვარელი ბრენდი გახდება", - აცხადებენ "სმარტში".
"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ამ დროისთვის "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები წარმატებით მუშაობს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9