Arttime, რომელიც საქართველოში საათების შვეიცარიული ბრენდების ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანიაა, განვითარებას განაგრძობს. 2012 წელი Arttime-სთვის საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა, რაც, პირველ ყოვლისა, ქსელის გაფართოვებაზე აისახა: "თბილისი ცენტრალში" Arttime-ის ჯიხური განთავსდა, "აქსისის" სავაჭრო ცენტრში ახალი მაღაზია, "თბილისი მოლში" კი Tissot-ს ბუტიკი გაიხსნა.
კომპანიამ შარშან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სერვისის კუთხითაც: ფალიაშვილის ქუჩაზე N11-ში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის-ცენტრი ამოქმედდა, სადაც შვეიცარიაში გადამზადებული სერტიფიცირებული ოსტატები მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში ეხმარებიან.
სიახლე შეეხო Outlet-ის განყოფილებასაც, რომელიც გასულ კოლექციებზე მსურველებს 20-60%-მდე ფასდაკლებას მუდმივად სთავაზობს. მან "გუდვილიდან" გმირთა მოედანზე მდებარე Arttime-ის მაღაზიის პირველ სართულზე გადაინაცვლა და მომხმარებლისთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი გახდა.
Arttime საქართველოში შვეიცარიული საათების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. იგი მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს Flik Flak-ს, Swatch-ს, Wenger-ს, ck watch & jewelry-ს, Breil Milano-ს, Balmain-ს, Valentino-ს, Salvatore Ferragamo-ს, Versace-ს, Doxa-ს, Tissot-ს, Certina-ს, Rado-ს, Longines-ს, Raymond Weil-ს, TAG Heuer-ს, Maurice Lacroix-ს აერთიანებს. აქვე წარმოდგენილია ძვირფასი სამკაულების Novarese & Sannazzaro-ს, Assos-ის, Vianna Brazil-ის დახვეწილი საკოლექციო ხაზები. კომპანიის 12 მაღაზიას შორის განსაკუთრებული აქცენტი Arttime Boutique-ზე კეთდება (პეკინის N24). იგი სოლიდური მოთხოვნების მქონე მომხმარებელზეა ორიენტირებული და პრემიუმ-კლასის საათების ვრცელ არჩევანს აერთიანებს.
2013 წლისთვის Arttime-ს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. უკვე გაიხსნა Swatch-ის ბუტიკი "თბილისი მოლში". პარალელურად, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ სავაჭრო სივრცეებში შესვლასთან დაკავშირებით, მათ შორის, აჭარის რეგიონშიც. იგეგმება მუშაობა სხვა ბრენდების შემოყვანასა და მომხმარებლებისთვის არჩევანის კიდევ უფრო გამრავალფეროვნების მიზნით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9