აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქსელი გააფართოვა. უახლოეს მომავალში "ვიზეარი" კატოვიცეს მიმართულებით იფრენს.
ამასთან, ქართულ მხარესთან დადებული შეთანხმებით ავიაკომპანია რეისებს ვარშავის, კიევის, დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით ამატებს.
"კიდევ ერთი დამატებითი რეისი კატოვიცეს მიმართულებით წარმოადგენს საქართველოსა და ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მხრიდან მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ევროპასთან და მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ტურიზმის განვითარების სფეროში", - აცხადებენ კომპანიაში.
"ავიაკომპანია ინტენსიურად მუშაობს საქართველოში შიდა ფრენების გაფართოვების მიმართულებითაც. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების კუთხით, რათა ყველა სეგმენტის ტურისტმა და საქმიანმა ადამიანმა შეძლოს მოგზაურობა და კავშირების დამყარება არამარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9