"ბაგრატიონი 1882"-მა ახალი ცქრიალა ღვინო, "როზე ბრუტი" წარმოადგინა

"ბაგრატიონი 1882"-მა ახალი ცქრიალა ღვინო, "როზე ბრუტი" წარმოადგინა

"ბაგრატიონი 1882"-მა ახალი პრემიუმ-კლასის ცქრიალა ღვინო, "როზე ბრუტი" წარმოადგინა.

"როზე ბრუტის" პრეზენტაცია, რომელიც ცქრილა ღვინის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეა, ხოლო ქალბატონებისთვის ძვირფასი საჩუქარი იქნება, დღეს სს "ბაგრატიონი 1882"-ის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა.

ახალი ბრენდი ჟურნალისტებს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ირაკლი წერეთელმა გააცნო.

"როზე ბრუტი" უნიკალურია საქართველოს ბაზარზე არსებულ ცქრილა ღვინოთა შორის. პროდუქტი გამოირჩევა დამზადების წესითა და ასევე სრულიად ახალი განსხვავებული გემოთი.

"როზე ბრუტი" დამზადებულია ფრანგული შამპანიზაციის, ანუ ბოთლური მეთოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის მეორადი ფერმენტაცია მიმდინარეობს ბოთლში. თავად ღვინის დაწურვისას გამოყენებული იყო ქართული ყურძნის საუკეთესო საშამპანურე ჯიშის, თავკვერის, 2010 წლის მოსავალი. მოსავლის მიღებისას საგულდაგულოდ და ზედმიწევნით შეირჩა მტევნები, რამაც პროდუქტის უმაღლესი ხარისხი და საუკეთესო გემოვნური თვისებები განაპირობა. ქართველ სპეცილისტებთან ერთად "როზე ბრუტის" დამზადების პროცესში მონაწილეობას ღებულობდა გამოცდილი გერმანელი სპეციალისტიც.

2012 წელს "როზე ბრუტი" წარმოდგენილი იყო ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე დუსელდორფში (Prowein 2012) და ლონდონში, სადაც სომელიებისა და სპეცილისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ცქრიალა ღვინო ასევე გაიგზავნა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც ვერცხლის მედლით და ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა.

როგორც "ბაგრატიონი 1882"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროდუქტის შეფუთვას. "როზე ბრუტის" შეფასებისას და განხილვისას გამოიკვეთა, რომ პროდუქტის იმიჯი არის სოლიდური და არისტოკრატული. პროდუქტი განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევების აღსანიშნავად და წარმოადგენს ძვირფას საჩუქარს ქალბატონებისათვის.

პირველ ეტაპზე ქსელში გასაყიდად "როზე ბრუტის" 5 000 ბოთლი გავა, რომელიც 2010 წელს არის ჩამოსხმული. პარალელურად დაძველების პროცესშია ღვინის შემდგომი პარტიები, რომლებიც გაყიდვაში ეტაპობრივად ჩაეშვება.

"როზე ბრუტი" ხვალიდან წარმოდგენილი იქნება სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში, ასევე მსხვილ საცალო სავაჭრო ქსელში. მისი ფასი 25 ლარს შეადგენს, თუმცა 8,9 და 10 მარტს ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ცქრიალა ღვინო 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო