H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსის შედეგად კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის ცნობით, ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 258 შემთხვევაა დარეგისტრირებული. 17 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების 12 შემთხვევა მოდის. ამასთან, გარდაცვლილთა შორის ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვია.

ცენტრში განმარტავენ, რომ გრიპის ვირუსით ინფიცირების პიკმა უკვე გადაიარა, თუმცა შემთხვევების გამოვლენა 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია