დაიხურება თუ არა დათო ქაცარავასთვის ქართული ტელევიზიების კარი

დაიხურება თუ არა დათო ქაცარავასთვის ქართული ტელევიზიების კარი

დათო ქაცარავა და სალომე გოგიაშვილი "იმედის დილიდან" ჰომოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლეს. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ელტონ ჯონის ოჯახის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო ქართველმა ტელეწამყვანებმა სამსახური ისე დატოვეს, რომ ბოდიშის მოხდა ერთი წამითაც არ უფიქრიათ. დათო ქაცარავა მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოსახდელი არაფერი უთქვამთ და არც არავინ შეურაცხყვიათ.

-  რამდენადაც ვიცი, ხელმძღვანელობამ ორი გამოსავალი შემოგთავაზათ, ან ბოდიში უნდა მოგეხადათ ან გეთქვათ, რომ ეს მხოლოდ თქვენი და სალომეს პირადი მოსაზრება იყო.

-  ის ვერსია, რომ ჩვენ შემოგვთავაზეს, ბოდიში მოგვეხადა, ჩვენი მხრიდან არც განიხილებოდა. ჩემი და სალომეს პოზიცია ამ კონფლიქტის დაწყებისთანავე იმდენად მკაფიო იყო, რომ არც შეცდომად და არც დანაშაულად, არც რაიმე კანონდარღვევად არ განგვიხილავს ჩვენი ეს გამონათქვამები. ჩვენ აქეთ ვიყავით შეურაცხყოფილები შექმნილი სიტუაციით და შესაბამისად, იმდენად მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ მათგან არც წამოსულა შეთავაზება ბოდიშის მოხდაზე. რაც შეეხება მეორე ვერსიას, ანუ გამონათქვამების პირად მოსაზრებად დაფიქსირებასთან დაკავშირებით, ეს მე და სალომემ გავაკეთეთ ჩვენი კონსტრუქციული განცხადებით, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოსაზრებები. პრინციპში, ამით ეს გაუგებრობა უნდა ამოწურულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

-  ვისთან გქონდათ შეხვედრა მენეჯმენტიდან?

-  არხის მენეჯმენტთან ერთად შევხვდით ეთიკის საბჭოს, რომელიც "იმედთან" შეიქმნა. "იმედის" ხელმძღვანელობიდან შეხვედრას ესწრებოდა რეზო საყევარიშვილი, მისი მოადგილე გია ბახტაძე, მთელი ბორდის შემადგენლობა და ეთიკის საბჭო. მე და სალომემ არ მივიღეთ შენიშვნა მათგან, რადგან კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ელტონ ჯონთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გამოვთქვით, რომელსაც არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და ჩვენს ქვეყანაში მორალურ-ეთიკური ნორმებსაც შეესაბამებოდა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოში არ არის მისაღები, რომ ბავშვს ორი მამა ჰყავდეს და ერთსქესიანთა ქორწინებაც არ არის მიღებული. ჩვენს გამონათქვამებში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა, ეს, უბრალოდ, ჩვენი აზრი იყო. განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი სოსო ცისკარიშვილს, მან მხარი დაგვიჭირა, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც მოვიდნენ მინისასამართლოს ჩატარების განწყობით, თუმცა მე და სალომემ ამის საშუალება არ მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ამბობდნენ, რეკომენდაციებისთვის მოვედითო, შეხვედრა ლექციას დაემსგავსა.

ჩვენი ბოლო ეთერის შემდეგ, კერძოდ, 18 იანვრის მერე, აგვეკრძალა ეთერში გასვლა, სანამ სიტუაცია არ გაირკვეოდა. რას გულისხმობდა ეს გარკვევა, ალბათ, გასაგებია.

-  რა გამოსავალი შემოგთავაზეს, თუკი ბოდიშს არ მოიხდიდით?

-  მათ ისიც კი არ უნდოდათ, ლაკონიურად ჩამოყალიბებული განცხადება რომ გაგვეკეთებინა. პირად საუბრებში გვითხრეს, რომ განცხადება მისაღები და კარგი იყო, მაგრამ აღინიშნა, რომ ეს არ იყო საკმარისი. საინტერესოა ისიც, რომ კონტრაქტი "იმედთან" გაფორმებული არ გვქონია, ეს ამბავი ჰაერშია გამოკიდებული. მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ, როდესაც "იმედის დილის" რეპეტიციები დაიწყო. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გავდიოდით რეპეტიციებს და 14 იანვრიდან ეთერში გავედით. გვითხრეს, კონტრაქტს აღარ გაგიგრძელებთო და საინტერესოა, რომელ კონტრაქტს გულისხმობდნენ (იღიმის).

-  საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტელეწამყვანები ამ მიზეზით გათავისუფლდნენ.

-  არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ზოგადად, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ჩვენს განცხადებას ჰომოფობიური შეარქვეს, მაგრამ ამას არ ვეთანხმებით. ვისაც უნდა, ასე დაარქვას. პირველად მოხდა, რომ ასეთი კომენტარის შემდეგ გაუშვეს თანამშრომლები, მით უმეტეს, ტელევიზიიდან, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ აზრზე. ეს მართლაც შოკისმომგვრელი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის დაშინების მეთოდი. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ ეს ძალიან ცუდი სიმპტომია, აშკარად იზღუდება თავისუფალი აზრი გარკვეულ თემებთან დაკავშირებით. არა მხოლოდ იზღუდება, არამედ ისჯება კიდეც. ვშიშობ, ეს არ იყოს დასაწყისი სამაგალითო დასჯისა. კიდევ იტყვით? იგივე დაგემართებათ.

რომ არ ვყოფილიყავი საქართველოში და მეცხოვრა დასავლურ ქვეყანაში, შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ საქართველოში ასეთ რამეს ვერც ვიფიქრებდი. მინდა გაგახსენოთ კომენტარი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან უნდა მოენდომებინა ვინმეს, რომ იქ შეურაცხყოფა დაენახა. სიუჟეტი შეეხებოდა ელტონ ჯონს, მე ვთქვი, "გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის სუროგატი შვილები". ახლაც მეცოდება, ორი მამის ხელში რომ იზრდებიან, რაც გაურკვეველია, სალომემ დაამატა, რომ "ნამდვილად არ შურს ამ ბავშვების, რომ გაიზრდებიან, ორი მამა ეყოლებათ". აშკარად არ აქვთ იმ ბავშვებს არაფერი შესაშური მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდიდარი მშობლები ჰყავთ. აქ მნიშვნელოვანია არა მატერიალური მდგომარეობა, არამედ ის ინსტიტუციური ღირებულებები, რომლებითაც კაცობრიობამ აქამდე მოაღწია. ამ გამონათქვამით ჩვენ ბავშვების უფლებები დავიცავით.

-  რამდენადაც ვიცი, თქვენ "იდენტობამ" გიჩივლათ, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს.

-  არ ვიცი, ვინ არის მისი ხელმძღვანელი. აქამდე ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩემთვის უცნობი იყო, როგორიც გახლავთ "იდენტობა". ახლა გავეცანი მათ.

-  თქვენ გარშემო ალბათ არიან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები. როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათდამი?

-  მართლაც არიან, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც და არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირადი ცხოვრება მათი არჩევანია, რომელიც მე ამ შემთხვევაში არ მეხება. როდესაც საუბარია ტოლერანტობაზე, მე ვარ ტოლერანტი, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. როდესაც იწყება პროპაგანდა, აგიტაცია, ირღვევა ღირებულებები, რომლებითაც კაცობრიობა მრავალი წელია, ცხოვრობს, ვგულისხმობ ერთსქესიანთა ქორწინებას და ბავშვების ყოლას ამ წყვილების მიერ, ეს უკვე სცდება საზღვარს და ჩემთვის მიუღებელია. სანამ ამ ზღვრამდე მივალთ, პრობლემა არ არსებობს და კარგი დამოკიდებულება მაქვს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ.

-  იქნებ, ისიც მათი პირადი არჩევანია, რომ შვილები ჰყავდეთ?

-  როგორ არის მათი პირადი არჩევანი? ისინი ბავშვების უფლებებს არღვევენ. საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში რომ ვცხოვრობდე, ალბათ, სხვა მენტალიტეტი მექნებოდა. ალბათ დავფიქრდებოდი, მეთქვა თუ არა ის ფრაზა ელტონ ჯონზე, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ერთსქესიანთა ქორწინებას კრძალავს, შესაბამისად, ჩემი განცხადება არის კანონიერი და არავის უფლებებს არ არღვევს. ვისი უფლება დავარღვიე?

-  ელტონ ჯონის.

-  მაშინ მიჩივლოს მან!..

-  როდესაც თქვენი გათავისუფლების ამბავი პოპულარულ საინფორმაციო პორტალ "ამბები ჯიზე" გამოქვეყნდა, ბევრი მხარდამჭერი კომენტარი მიიღეთ. თქვენმა ახლობლებმა რა გითხრეს?

-  ჩემი ახლობლების 95%-მა მხარი დამიჭირა და გამამხნევა, თანადგომა აღმითქვეს. რაც შეეხება "ამბები ჯის" კომენტარებს, ყველა წავიკითხე და მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ვინც გაგვაკრიტიკა, მათ მადლობას ვერ ვეტყვი, მაგრამ მათ თავიანთი აზრი აქვთ. ამის გამო პასუხს ვერავის ვერ მოვთხოვ, უბრალოდ, არის რამდენიმე შეურაცხმყოფელი კომენტარი, თუ ეს უნდათ, ჯობია, პირადად მნახონ და მომაყენონ შეურაცხყოფა, რაზეც ასევე პირადად გავცემ პასუხს და დამერწმუნეთ, ეს არ მოეწონებათ (იღიმის).

-  ხომ შეგეძლოთ, ბოდიში მოგეხადათ და მარტივად მოგეგვარებინათ ეს საკითხი?

-  რატომ უნდა მოგვეხადა ბოდიში? არ მივიჩნევ, რომ ბოდიში გვქონდა მოსახდელი. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ არანაირი კანონი არ დაგვირღვევია. ჟურნალისტური ეთიკის ნორმებითა და ქარტიით აპელირებენ. კარგად წაიკითხონ, იქ რა წერია, შეურაცხყოფის ელემენტებს უნდა შეიცავდეს განცხადება, რაც არ ყოფილა. ბავშვების მომავალი კი გვაწუხებს და კვლავ შეგვაწუხებს. წარმოუდგენელია ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა. კიდევ ერთხელ რომ ყოფილიყო ეს ეთერი, ამ სიტყვებს კიდევ გავიმეორებდი.

-  თქვენი კოლეგებისგან მიიღეთ თანადგომა?

-  რა თქმა უნდა. დაგისახელებთ რამდენიმე მათგანს, ჩემი მეგობრები და ძალიან კარგი ადამიანები არიან - ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, დიმა ობოლაძე, ლევან ჯავახიშვილი და აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. ბევრი მხარდამჭერი გვყავს ჟურნალისტების წრეებში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს.

-  ჩივილს არ აპირებთ?

-  ამ ეტაპზე სიტუაციას დავაკვირდებით. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავთ. ჩივილის განწყობა არ გვქონია.

-  საინტერესოა, ეთიკის საბჭოს წევრებსა და თქვენ შორის რა ტიპის საუბარი შედგა?

-  იქ იყვნენ შორენა შავერდაშვილი, ლია მუხაშავრია და ზვიად ქორიძე. მათი ხელმოსაჭიდი იყო ჩვენი ორი გამონათქვამი და იმ არასამთავრობოს განცხადება, სადაც ეწერა, თურმე როგორი ცუდი ტელეწამყვანები გვყავს. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია "იმედის" მენეჯმენტი იმდენად სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაუძლო ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ზეწოლას.

-  როგორც ჩანს, ამგვარი არასამთავრობოები არცთუ სუსტ ძალას წარმოადგენენ.

-  სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით დანარჩენი საზოგადოების უფლებებს არღვევენ. ხომ არ გაგვეკეთებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა ზოგადად საზოგადოების უფლებებს ამგვარი არასამთავრობოების წინააღმდეგ?!.

-  სხვა ტელევიზიებიდან შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ?

-  ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავთანხმდი "იმედის დილის" შემოთავაზებას. გარდა იმისა, რომ კანოეს ფედერაციის თავმჯდომარე გახლავართ, ასევე სპორტული კომპლექსის ბიზნესგანვითარების დირექტორი ვარ.

მაისში "რენტივიზე" გავა ფილმი, რომელშიც ახლახან გადამიღეს, იქ ცუდ პოლიციელს ვასახიერებ. რუსეთიდან კვლავ მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ერთ-ერთ მთავარ როლზე ბოევიკის ტიპის ფილმში, სადაც უნდა ვითამაშო ჩრდილოკავკასიელი სპეცრაზმელი. ველოდები, რომ აქტიური საჯომარდო სეზონი დაიწყება, რაშიც აუცილებლად ჩავერთვები. თავს უსაქმურად არ ვგრძნობ, ამიტომაც არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში რომელიმე არხთან თანამშრომლობას. მეეჭვება, რომ რომელიმე არხი ისევე მოიქცეს, როგორც "იმედის" ტოპმენეჯმენტი მოიქცა, მაგრამ არ ვიცი, შესაძლოა, ახლა პერსონა ნონ-გრატა გავხდე ჩემი ასეთი ხისტი პოზიციისთვის და ჩემთვის ტელევიზიების კარი დაიხუროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემს საქციელს ერთი წამითაც არ ვნანობ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები