როდის და რა პირობებით ისარგებლებენ მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით

როდის და რა პირობებით ისარგებლებენ მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით

1 მარტიდან საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა.

რას ითვალისწინებს ახალი დაზღვევა და როგორ ისარგებლებენ მოქალაქეები ახალი პროგრამით.

მაკა გაგუა:

8 წლის ბავშვს ამოსაჭრელი აქვს გლანდები. მაინტერესებს, ეს საყოველთაო დაზღვევა დაგვიფინანსებს ამ ოპერაციას?

-8 წლის ბავშვს თუ არ აქვს არანაირი დაზღვევა 28 თებერვლის მდგომარეობით, ასაკის მიხედვით ის არ იქნება სოციალურად დაზღვეული უბრალოდ თუ არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან ლტოლვილთა ოჯახიდან ან ა.შ. ეს ბავშვი შდის საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის ქვეშ, მაგრამ თვითონ ავადობა, კერძოდ გლანდები არის გეგმიური ოპერაცია. გეგმიური ოპერაციების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვაში დაიწყება პირველი ივლისიდან, ამიტომ დღეის მდგომარეობით გლანდები არ დაფინანსდება.

ნათია გოგოლაძე:

მამაჩემს აქვს პრობლემა თიაქარზე (ორივე მხარეს. ატარებს "ბანდაჟს", რომელიც არ შველის). ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვუკეთებთ ოპერაციას, დააფინანსებს თუ არა საყოველთაო დაზღვევა ამ ოპერაციას?

-თუ მამა უკვე დაზღვეულია რომელიმე სოციალური პროგრამის იქ თიაქარი ფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვაში თიაქარი ჯერ-ჯერობით არ ფინანსდება იმ მიზეზით, რომ ეს არის გეგმიური ოპერაცია. პირველი ივლისიდან ველოდებით გეგმიური ოპერაციების ჩართვას საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპზე. პირველ ივლისამდე უნდა გადაიდოს აღნიშნული ნოზოლოგიის მკურნალობა.

ციცო გავაშელი:

ნაღვლის ბუშტში მაქვს 18 მმ-იანი ქვა. მაქვს ხშირად გაუსაძლისი ტკივილები, ახალი სადაზღვევო პროგრამით, მეკუთვნის თუ არა ოპერაცია.

-ეს არის გეგმიური ოპერაცია, თუ მთლიანად ამოსაღები არ არის ნაღვლის ბუშტი და არ არის ურგენტული და მწვავე ოპერაცია, გარდა ამ შემთხვევებისა სხვა არ ფინანსდება ჯერ-ჯერობით პირველ ივნისამდე. იგივე რეკომენდაციას მივცემდი, რომ თუ სხვა დაზღვევა არ აქვს, მაშინ პირველ ივლისამდე მოითმინონ გეგმიურ ოპერაციაზე, თუ სხვა დაზღვევა აქვთ, ნებისმიერ სხვა დაზღვევაში აღნიშნული ჩარევა შედის. ჯანდაცვაში შევა პირველი ივლისიდან.

მარიკა გელოვანი:

ვარ სოციალურად დაუცველი, 18 წლის, სტუდნტი. მაქვს გლანდბის ოპერაცია გასაკეთებელი. ირაო დამიფინანსებს ამ ოპერაციას?

--სოციალურად დაუცველების პროგრამით გლანდების ოპერაცია შედის დაფინანსებათა სიაში, ამიტომ ირაო დაუფინანსებს მას სრულად ამ ოპერაციას. შესაბამისი პროცედურა უნდა გაიაროს, უნდა მიმართოს სადაზღვევო კომპანიას, აიღოს სამედიცინო მიმართვა და შემდეგ ამ მიმართვის საფუძველზე კონკრეტულ კლინიკაში შეუძლია მიიღოს სამედიცინო სერვისი.

ქეთევან ჯანელიძე:

შვილი მუშაობს და დამაზღვია კომპანია პსპ-ს საოჯახო დაზღვევით (17 ლარი თვეში),ოღონდ პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე გამოკვლევებს, მხოლოდ საგანგებო სიტუაციას, არადა საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში შემეძლო ჩამეტარებინა გამოკვლევები. ხომ არ შეცვლიან სადაზღვევო კომპანიები ამ შემთხვევაში პოლიტიკას და გაზრდიან შეღავათებს? წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია თუ არა შევწყვიტო კონტრაქტი?

--დღევანდელი სტატუსით აღნიშნული ქალბატონი კერძო დაზღვევით სარგებლობს. ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ქვეშ ვერ მოხვდება. მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ მთელი საქართველოს მოსახლეობა მიიღებს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს. ჩემი აზრით აღნიშნულმა ქალბატონმა ჯობია, რომ გააფართოვოს კორპორაციული დაზღვევა და დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ყველა შმთხვევაში ის გადმოვა საყოველთაო ჯანდაცვის ქვეშ, იმ საბაზო დაზღვევით, რაც მას შესთავაზებს სახელმწიფო და იმის ზევით იმუშავებს მისი კორპორაციული დაზღვევა.რამოდენიმე თვის შემდეგ ეს მომენტი ამ ქალბატონს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას აუცილებლად დაუდგება. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქალბატონისთვის უმჯობესია კონტრაქტი შეინარჩუნოს, იმიტომ რომ რადგანაც ის უკვე დაზღვეულია კორპორაციული დაზღვევით ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით ვერ ისარგებლებს.

მკითხველი თამთა:

მყავს მამა 74 წლის, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი და მხედველობა დაუქვეითდა .აქედან გამომდინარე,სჭირდება ოპერაცია. ასეთ ავადმყოფს თუ ეხება საყოველთაო დაზღვევა? და თუ ეხება, ვის უნდა მივმართოთ (ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში)

--კითხვიდან გამომდინარე აღნიშნული მამაკაცი არის საპენსიო ასაკის, ანუ ის უკვე სარგებლობს საპენსიო დაზღვევით, რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის განხორციელებულით. ამ სადაზღვევო კომპანიას უნდა მიმართონ და ისინი დააზღვევენ ამ მამაკაცის მხედველობის დაქვეითების აღდგენას. ეს ადამიანი, საპენსიო ასაკისაა, ვინაიდან არის 74 წლის. ჯერ-ჯერობით საყოველთაო დაზღვევის სერვისებით ვერ სარგებლობს, იმიტომ რომ მას უკვე აქვს სოციალური ტიპის საპენსიო დაზღვევა.

მკითხველი ლელა:

ვარ 30 წლის.თუ მოხდება საყოველთაო დაზღვევით სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის (ფიბროადენომა) ოპერაციის დაფინანსება?

-ზუსტად იგივე რეკომენდაცია შემიძლია ქალბატონს მივცე: პირველ ეტაპზე არ ხორციელდება გეგმიური ჩარევების დაფინანსება, პირველი ივლისისთვის იგეგმება გეგმიური ოპერაციებით გაფართოება, დაველოდოთ იმ ნოზოლოგიების ჩამონათვალს, რომელიც იქნება დაფინანსებული პირველი ივლისიდან.დღეის მდგომარეობით აღნიშნული ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვით არ დაფინანსდება.

ალექსანდრე წივწივაძე:

დედაჩემს აქვს პრობლემა ფეხზე მენჯის ორივე ფეხზე არის საოპერაციო. განაცახადი გვქონდა შეტანილი დაფინანსებაზე ოტომბერში და 10 დღით ადრე უარი მივიხეთ დაფინანსებაზე, მაინტერესბს დაზღვევის მეორე ეტაპი თუ ითვალისწინებს  ამ ოპერაციის დაფინანსებას.

-სამწუხაროდ ძალიან მწირი ინფორმაციაა, რომ ზუსტად გიპასუხოთ.განაცხადი ქონდათ შეტანილი, ალბათ გულისხმობენ ჯანდწაცვის სამინისტროში შემოიტანეს წერილი დახმარებაზე, ან საყოველთაო ჯანდაცვაში მოიკითხეს. იგივე პასუხი არის, თუ ქალბატონი არ სარგებლობს ნებისმიერი სხვა დაზღვევით პირველი ივლისიდან ის მიიღებს გეგმიური ოპერაციების ჩამონათვალს , რომელიც დაფინანსდება. თუ მისი ნოზოლოგია მომავალში შეესაბამება გაფართოებებს, რა თქმა უნდა მიიღებს დაფინანსებას.

მკითხველი ოლია:

ვარ 36 წლის. ბრონქიალური ასთმა მაქვს, ხშირად მიწევს ალერგოლოგთან ვიზიტი. ყოველ მისვლაზე მიწევს სპიროგრაფიის შემოწმება და ფილტვების გაშუქება, ამას ემატება ექიმთან ვიზიტის საფასური და ცხადია ძვირადღირებული მედიკამენტები. ეს საყოველთაო დაზღვევა რაიმე შეღავათს თუ გამიწევს და რა სახით.

-კონკრეტულად ბრონქიალური ასთმის დაფინანსებაში ქალბატონს ვერ დაეხმარებიან საყოველთაო დაზღვევიდან, არსებობს ადრე დაფინანსებული და ეხლაც ძალაში მყოფი ვერტიკალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებენ კონკრეტული დაავადებების მომსახურებას.რაც შეეხება მედიკამენტებს, საყოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტებს ბინაზე ალბათ არ დააფინანსებს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან და დიდ ბიუჯეტირებასთან არის დაკავშირებული. საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპით დაფინანსდება ის ოპერაციული ჩარევები,პირველ ეტაპზე ურგენტული, მეორე ეტაპზე გეგმიური და სანამ ოპერაცია მიმდინარეობს იქ დაფინანსდება მედიკამენტებიც და ყველანაირი სხვა დამხმარე საშუალებებიც. მას შემდეგ, როცა უკვე პაციენტი ბინაზე გადაინაცვლებს წამლებით დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ არის.

ანა ხურცილავა:

მარჯვენა ხელის მტევანზე მაქვს ოსტეოფიტური წანაზარდი, არის მტკივნეული და მჭირდება ოპერაციული ჩარევა. მაინტერესებს თუ ვისარგებლებ საყოველთაო დაზგვევით.

-ამ წუთის სტატუსი არ ვიცი, მაგრამ დაახლოვებით 6000-მა ადამიანმა უკვე ჩაიტარა ოპერაცია 28 თებერვლიდან და ეს ყველა ოპერაცია არის გადაუდებელი, ანუ ურგენტული, რომელიც ძალიან დიდი პირდაპირ ტკივილთან და ჯანმრთელობისთვის დიდი რისკთან არის დაკავშირებული.ეს შეკითხვები, რომელიც აქ არის, რა თქმა უნდა, არის შემაწუხებელი და მტკივნეული, მაგრამ გადადებას ითმენს. ამიტომ იგივე ეს ოსტეიფიტური წანაზარდი, რომელიც არის ტიპიური გეგმური შემთხვევა და ითმენს სამედიცინო ჩარევის გადადებას. ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ პირველ ივლისს და ვნახოთ თუ შევა პირველი ივლისის დაფარვაში.მანამდე საყოველთაო ჯანდაცვა ასეთ ჩარევებს არ აფინანსებს.

მანანა მელაძე:

5 წლის ბავშვს აქვს კორპორატიული დაზღვევა. წითელას და დტ–ს აცრისთვის ეხება საყოველთაო დაზღვევა თუ არა, ან უბნის პოლიკლინიკაში ექიმის კონსულტაციის საფასური უნდა გადავიხადოთ?

-ეს არ არის პირდაპირი შეკითხვა საყოველთაო ჯანდაცვასთან, მაგრამ 5 წლის ბავშვს თუ უკვე კორპორატიული დაზღვევა აქვს, შესაბამისად იმ კორპოატიული დაზღვევის პირობებისა ეკუთვნის ექიმის კონსულტაციები უფასოდ. ანუ უნდა მიმართონ თავიანთ სადაზღვევო კომპანიას და მათთან გაარკვიონ კონკრეტული ურთიერთობა. დიდი ალბათობით ექიმის კონსულტაცია და ჩარევები იქნება უფასო, მაგრამ უნდა მიმართონ იმ კომპანიას, რომლის სერვისითაც ისინი სარგებლობენ.

დალი დანელია:

ზოგადად რა ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით?

-2007 წლიდან კერძო კომპანიების მეშვეობით საქართველომ დაიწყო მიზნობრივი ჯგუფების დაზღვევა. ესენი იყვნენ სოციალურად დაუცველები, ადგილ ნაცვალი პირები, უნდარშეზღუდული ადამიანები, სტუდენტები, პენსიონერები და ბავშვები ხუთი წლის ჩათვლით. დღეის სტატუსით, სწორედ ეს მიზნობრივი ჯგუფები არის დაზღვეული კერძი სადაზღვევო კომპანიების მიერ. გარდა ამისა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი საქართველოში სარგებლობს კორპორაციული დაზღვევით. ამას გარდა საქართველოში დარჩენილი არის დაახლოებით ორი მილიონ ორასი ათასი ადამიანი,რომელიც არცერთი ტიპის დაზღვევით არ სარგებლობს. სწორედ ამ ადამიანებისთვის 28 თებერვლიდან ჩაირთო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამ ადამიანებს, რომლებსაც არ ქონიათ სადაზღვევო პაკეტი ადგილი აქვს, ე.წ. დაგროვებულ დაავადებებს. ისინი ხშირ შემთხვევაში კლინიკებს არ მიმართავდნენ მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ ქონდათ ფინანსები.მათი სამედიცინო სტატისტიკა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკვე ნამკურნალევი ადამიანებისა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ყველაზე მტკივნეულისგან, ეს არის გადაუდებელი შემთხვევების დაფარვა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის 28 თებერვლიდან ჩაირთო, ეს არის 450-ზე მეტი გადაუდებელი ნოზოლოგია, რომლის მკურნალობა სრულად, და ნებისმიერ ლიცენზირებულკლინიკაში ხორციელდება. გარდა ამისა პირველი ეტაპი ითვალისწინებს მინიმალური, პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიღებას. ეს გახლავთ პოლიკლინიკაში ოჯახის ექიმის სერვისი, მინიმალური ლაბორატორიული კვლევები, ეს არის სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი და ა.შ და კიდევ მეთვალყურეობა ავადობაზე, მათ შორის ოჯახის ექიმის ვიზიტი ბინაზე. აი ეს ორი ძირითადი კომპონენტი ფინანსდება პირველადი ჯანდაცვით. იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ გადაუდებელი სერვისი, არანაირი რეგისტრაცია საჭირო არ არის, ნებისმიერ კლინიკაში დგას ელექტრონული პროგრამა, რომალიც ადამიანის კლინიკაში მოხვედრისთანავე აიდენტიფიცირებს ადამიანს და მიაკუთვნებს მას სოციალურ დაზღვევას, ან კორპორაციულ დაზღვევას ან თუ იქ არ არიან დაზღვეულები უკვე საყოველთაო ჯანდაცვას. ასევე ელექტრონულად კეთდება შეტყობინება საყოველთაო ჯანდაცვის შესაბამის სამსახურში და უკვე საყოველთაო ჯანდაცვაში სპეციალურად ამისათვის შექმნილი ზარალების მართვის დეპარტამენტი დაკავებულია ამ ადამიანების ხარჯების კონტროლით და შმდეგ გადახდით. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის მიღებას, იქ საჭირო არის თქვენი თავისუფალი არჩევანის მიხედვით ნებისმიერ პოლიკლინიკაში უმარტივეს ანკეტაზე ხელმოწერის გზით დაადასტუროთ თქვენი მიბმა ამ პოლიკლინიკაზე. თუმცა არსებობს ასევე პორტირების სისტემა, რაც გულისხმობს რომ ორი თვის მერე თქვენ შეგიძლიათ შიცვალოთ არჩევანი და გადაპორტირდეთ სხვა თქვენთვის მისაღებ პოლიკლინიკაში. აი ეს არის ის პირველი ეტაპი, რომელიც 28 თებერვლიდან ძალაში შევიდა. იგეგმება ასევე მეორე ეტაპი და შემდგომში სხვა ეტაპები. მეორე ეტაპი იქნება პირველი ივლისიდან და ძირითადი გაფართოება ექნება გეგმიური ნოზოლოგიების მკურნალობის კუთხით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ქვეშ იქნება მოქცეული და ამის ზევით იმუშავებს უკვე სხვა ნებისმიერი მაგალითად კორპორაციული დაზღვევა. ანუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს იმ საბაზო მინიმალურ პაკეტს, რომელსაც სახელმწიფო დაუფინანსებს. რაც შეეხება პირველი ივლისიდან გეგმიური ოპერაციებით გაფართოებას იქაც თავისუფალი არჩევანის პრინციპი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ არ იქნება ყველგან ყველაფრის დაფარვა. იქნება კლინიკები, სადაც კონკრეტული ნოზოლოგიები სრულად იქნება დაფარული და იქნება კლინიკები, სადაც სრულად არ იქნება დაფარული, მაგრამ იმ თანხას რომელსაც ერთ კლინიკაში მიიღებდით, რომელშიც სრულად იფარება აქაც მიიღებთ და თქვენ მხოლოდ სხვაობის დაფარვა მოგიწევთ. ამის ადვილი მაგალითი არის მშობიარობის დაფინანსება, რომელიც ასევე პირველი ივლისიდან ძალაში შევა. თბილისის მაგალითზე რომ განვიხილოთ , იქნება რამდენიმე კლინიკა, სადაც მშობიარობა სრულიად უფასო იქნება, თქვენ თუ სხვა უფრო ძვირიან კლინიკაში მიბრძანდებით, ან მოითხოვთ lux- სერვისის დაფინანსებას, მხოლოდ სხვაობის დაფარვა მოგიწევთ შესაბამის ადგილას.

ანუ ესეთი თავისუფალი არჩევანის პრინციპით დაფინანსდება გეგმიური ნოზოლოგიებიც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი სტატუსით როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონალური ურგენტი ფინანსდება სრულად და ნებისმიერ საქართველოს კლინიკაში. ეს კლინიკები უკვე პრაქტიკულად ყველა ჩართულია ამ სისტემაში. თქვენ არ მოგიწევთ რაიმე პოლისის ან სხვა დოკუმეტის ხელში აღება, თქვენი პირადობის მოწმობა და საიდენთიფიკაციო ნომერი გახლავთ ის საბუთი, რომლის საფუძველზე თქვენი მიიღებთ ამ სერვისს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას