"ლონდონ ჰაუსმა" ახალი შოურუმი გახსნა

"ლონდონ ჰაუსმა" ახალი შოურუმი გახსნა

კომპანია "ლონდონ ჰაუსმა" ახალი შოურუმი გახსნა. შოურუმში წარმოდგენილია სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, სანტექნიკის, თანამედროვე და კლასიკური საოჯახო და საოფისე ავეჯის ფართო არჩევანი. 1500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ახალი შოურუმი მდებარეობს დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის 8 ნომერში. აქ მუდმივად მოხდება პროდუქციის განახლება და ახალი დიზაინის შეთავაზება ხარისხზე ორიენტირებული გემოვნებიანი მომხმარებლისთვის. კორპორატიულ კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ფასდაკლების და წახალისების სპეციალური სისტემით ისარგებლონ.

ახალი შოურუმის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს გაიმართება, რომელსაც ლონდონიდან ჩამოსული სტუმრებიც დაესწრებიან. ეს კომპანიისთვის უკვე მეორე შოურუმია თბილისში ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე შოურუმის შემდეგ. კომპანია რეგიონებში ფილიალების გახსნასაც გეგმავს, რომელთაგან პირველი ზუგდიდში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო