გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

კახეთის რეგიონში თოვლის გამო, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, თელავი - ვაზიანი - გომბრის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილიანზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტისათვის გაადაადგილება აკრძალულია. სხვა ტრანსპორტის მოძრაობა კი, დაშვებულია მოძრაობი ს საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გომბორის უღელტეხილზე თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს. გზის ამ მონაკვეთზე გაწმედითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამასთან, დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია