1-დან 20 მარტის ჩათვლით Yves Rocher-ს მაღაზიათა ქსელი 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

1-დან 20 მარტის ჩათვლით Yves Rocher-ს მაღაზიათა ქსელი 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

ქალბატონებო! მოაჯადოვეთ სამყარო სილამაზით! ამისთვის თქვენ განსაკუთრებული მიზეზი გაქვთ!

კოსმეტიკურ მაღაზიათა ქსელი Yves Rocher გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს და 1-დან 20 მარტის ჩათვლით, ყველა პროდუქციაზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

მათ, ვინც ჯერ არ იცის, რა საჩუქარი გაუკეთოს საკუთარ თავს, მეუღლეს, დედას, საყვარელ ადამიანს მარტის დღესასწაულებზე, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი, ფრანგული ბრენდი Yves Rocher პრობლემის შესანიშნავ გადაწყვეტას გთავაზობთ.

სხვადასხვა პარფიუმერულ სასაჩუქრე ნაკრებთა შეძენა "ივ როშეს" სილამაზის ცენტრებში ახლა გაცილებით იაფად შეგიძლიათ. "ივ როშეს" მაღაზიებში თქვენ პროდუქციის ფართო არჩევანი დაგხვდებათ, სადაც შეძლებთ შეარჩიოთ სახის, თმის, ტანის მოვლის საშუალებები, სუნამო, დეკორატიული კოსმეტიკა და აირჩიოთ ნებისმიერი საჩუქარი თქვენი გემოვნების მიხედვით, მათ შორის:

ულტრაგლამულური მზერა- წამწამების ტუში ულტრა-მოცულობა, 9მლ, 30 ლარის ნაცვლად შეგიძლიათ შეიძინოთ 22.50 ლარად.

"ლაოსის ბაღი" - 200 მლ-იანი შხაპის გელი+ხელის დასაბანი კრემი 200 მლ და დეზადორანტი 50 მლ, 31 ლარის ნაცვლად 23.25 ლარად.

მონუსხვის ხელოვნება - 50 მლ-იანი პარფიუმერული წყალი SO ELIXIR PURPLE 120-ის ნაცვლად 90 ლარად.

"გვირილის" საყვარელი ნაკრები - დამარბილებელი დღის/ღამის კრემი 50მლ + სახის გამწმენდი გელი 200მლ+ 2-1-ში მაკიაჟის მოსაცილებელი რძე და ლოსიონი 200 მლ 44,70 ლარის ნაცვლად 33,55 ლარად.

კომპოზიცია "გულუხვი მცენარეები" - შამპუნი თმის ბზინვარებისთვის 300მლ + შხაპის გელი 200 მლ + ხელისა და ფრჩხილების მკვებავი კრემი ორი ერთში, 75 მლ 34,25 ლარის ნაცვლად 25, 70 ლარად.

სიგრილის უნიკალური ნაკრები- ეკო შამპუნი თმის ბზინვარებისთვის 300მლ+ შხაპის გელი, 200 მლ და დეზოდორანტი მექსიკის მწვანე ლიმონი, 50 მლ 31 ლარის ნაცვლად, 23,25 ლარად.

გარდა ხარისხიანი პროდუქციის შეძენისა, "ივ როშეს" მაღაზიების ქსელის ჭავჭავაძის, პეკინის, რუსთაველისა და აღმაშენებლის ფილიალებში, თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ კოსმეტოლოგიური კაბინეტების მომსახურებითაც, სადაც ყველა პროცედურა "ივ როშეს" ხარისხიანი პროდუქციით ტარდება. კაბინეტებში კოსმეტოლოგიური პროცედურების ფასი 25 ლარიდან იწყება.

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი"ივ როშე" უკვე 50 წელზე მეტია, მსოფლიო ბაზარზე არსებულ მკაცრ კონკურენციას უძლებს. დღემდე მოღწევა ბრენდმა საკუთარი უნიკალური პროდუქციით შეძლო. ამჟამად, კომპანიას 88 ქვეყანაში 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ქართულ ბაზარზე "ივ როშე" უკვე 14 წელია შემოვიდა. კომპანია საქართველოში 7 სილამაზის ცენტრს აერთიანებს, რომელთაგან 6 - თბილისში, ხოლო ერთი - ბათუმში მდებარეობს.

"ივ როშეს" პროდუქციის შეძენა ახლა უკვე 25%-იანი ფასდაკლებით შემდეგ მისამართებზე შეგიძლიათ:

თბილისი: ჭავჭავაძის გამზ. 27 , პეკინის ქ. 13 , რუსთაველის გამზ. 16 , აღმაშენებლის გამზ. 110, ქავთარაძის ქ.1 ( გუდვილი), ფარნავაზ მეფის ქ. 1 ( გუდვილი) ბათუმი: გორგილაძის ქ. 15 .

"ივ როშეს" მაღაზიათა ქსელში სასიამოვნო გარემო, ხარისხიანი პროდუქცია და დაბალი ფასები დაგხვდებათ.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო