"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლუბა ელიაშვილმა განუცხადა, მსგავსი არაფერი სმენია.

"არაფერი ვიცი. მაგ ამბავს მე არავინ შემეკითხება, ხომ ასეა?", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა, თუმცა შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არხი არ გაყიდულა".

გავრცელებული ინფორმაციით კი, "მეცხრე არხის" ახალი მფლობელია კომპანია "გლობალ TV-ის" ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ყიდვა ქართველ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსაც სურდა, თუმცა საბოლოოდ არხი რონჟესს დარჩა.

ალექსანდრე რონჟესი საზოგადოებისთვის 2012 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი, როდესაც იგი თბილისის აეროპორტში რამდენიმე ხნით დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის გამო ედავებოდა.

"მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს "ლიზინგი 21"-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილია, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნას დაკითხული", - ნათქვამია იყო სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაშინდელ განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები