"სმარტი" იტალიური ყველის "მოცარელას" და "ბურატას" რეალიზაციას იწყებს

"სმარტი" იტალიური ყველის "მოცარელას" და "ბურატას" რეალიზაციას იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ერთგული მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და ცნობილი იტალიური ყველის "მოცარელას" და "ბურატას" რეალიზაციას იწყებს. წარმოების საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტრადიციული იტალიური ყველი "ბურატა" "მოცარელასგან" მზადდება და შუაგულში ნაღები აქვს, რაც განსაკუთრებულ სინაზესა და გემოს ჰმატებს მას. კამეჩის რძის "მოცარელა" კი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროტეინებსა და კალცს შეიცავს, ახალი იტალიური ყველის ფასი "სმარტში" 4.95 ლარიდან იწყება.

"მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს "სმარტის" მომხმარებელი კვლავ გავანებივროთ ექსკლუზიური შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ცნობილი იტალიური ყველის "ბურატას" და კამეჩის რძის "მოცარელას" "სმარტში" გამოჩენა განსაკუთრებულად გაახარებს მაღალხარისხიანი ყველის მოყვარულებს. "სმარტში" 300-ზე მეტი სახეობის ყველის რეალიზაცია ხდება, შესაბამისად, "მოცარელასა" და "ბურატას" გამოჩენა დახლებზე, არჩევანის მეტ თავისუფლებას მისცემს მომხმარებელს", - აცხადებენ "სმარტში".

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ამჟამად "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები წარმატებით მოქმედებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა