აგათა კრისტიზე ფილმს იღებენ

აგათა კრისტიზე ფილმს იღებენ

მწერალ აგათა კრისტიზე ფილმს იღებენ. სურათს "აგათა" ერქმევა. ფილმის რეჟისორი უილ გლაკია. ამის შესახებ Collider-ი იტყობინება.

ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული. 1926 წლის დეკემბერში აგათა კრისტი მეუღლეს ეჩხუბა და სახლიდან წავიდა. მას მხოლოდ 11 დღის შემდეგ მიაკვლიეს. მწერალი სხვისი სახელით ცხოვრობდა იორკშირის ერთ-ერთ სასტუმროში. კრისტის არასდროს მოუყოლია, როგორ გაატარა ეს 11 დღე.

სურათი დეტექტიური ჟანრის მწერლის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდზე მოგვითხრობს. სცენარის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ სურათი სათავგადასავლო ჟანრის იქნება.

1979 წელს რეჟისორმა მაიკლ ეპტედმა გადაიღო ფილმი სახელად "აგათა", რომელიც ასევე მოგვითხრობს მწერლის ცხოვრებიდან ამ 11 მისტიკურ დღეზე. მაშინ აგათას როლი ვანესა რედგრეივმა შეასრულა, ხოლო მისი მეუღლე ტიმოტი დალტონმა განასახიერა. ფილმში თამაშობდა დასტინ ჰოფმანიც, რომელმაც აგათაზე შეყვარებული ამერიკელი ჟურნალისტის როლი შეასრულა.

მომზადებულია Collider-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს