დუბაის ინოვაციური ავიაკომპანია Flydubai ოპერირებას ომანის სასულთნოს ქალაქ სალალას მიმართულებით იწყებს. სალალას მიმართულებით პირველი რეისი 2013 წლის 21 მაისს შესრულდება, სადაც Flydubai კვირაში 3 ფრენას ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განახორციელებს.
Flydubai-მ ომანის დედაქალაქ მუსკატის მიმართულებით პირველი რეისი 2010 წელს შეასრულა. სალალას მიმართულებით რეისის დანიშვნით ავიაკომპანიის ქსელი სპარსეთის ყურის ქვეყნებში 14 მიმართულებამდე გაიზარდა, რითაც ავიაკომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ Flydubai განაგრძობს დუბაისა და მეზობელ რეგიონს შორის ქსელის გაფართოებას, ტურისტული და ბიზნეს კავშირების განვითარებას ხელშეწყობას.
ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ომანი სპარსეთის ყურეში მესამე ქვეყანა იყო, სადაც ჩვენმა ავიაკომპანიამ პირდაპირი რეისი დანიშნა. ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას გაერთიანებული არაბეთის საემიროებსა და ომანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვთავაზობთ რა მგზავრებს ხარისხიან და ხელმისაწვდომ საჰაერო კავშირს".
სალალა ომანის სიდიდით მეორე ქალაქია. იგი ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი განთქმულია მრავალფეროვანი ბუნებით, უზარმაზარი, თვალმიუწვდენელი სანაპიროთი და კლდოვანი მთებით. სალალას ტურისტულ ფესტივალს, რომელიც ივლისსა და აგვისტოს თვეებში იმართება, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 1,8 მლნ ტურისტი ესწრება. ამ თვეების განამვლობაში სალალა მეზობელი ქვეყნებისგან უფრო გრილი ამინდებით გამოირჩევა.
"მოხარული ვარ ჩვენი ოპერირების ქსელში სალალას დამატებით. ორსაათიანი ფრენისა და მოსახერხებული ფრენების განრიგის წყალობით ეს პოპულარული ტურისტული ქალაქი მეტად ხელმისაწვდომი გახდება მგზავრებისთვის, რომლებსაც სალალაში მოსახვედრად და იდეალური "უიქენდის" გასატარებლად ავტომობილით ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობა აღარ დასჭირდებათ", - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
დუბაის პირველი დაბალბიუჯეტიანი და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ახალბედა ავიაკომპანია 2008 წლის მარტში დაარსდა. პირველი კომერციული რეისი Flydubai-მ 2009 წლის ივნისში შეასრულა. მისი ოპერირების ქსელი ცენტრალური აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის, აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით 50-ზე მეტ ქალაქს შეიცავს. ავიაპარკი 28 თვითმფრინავისგან შედგება
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9