"უნიტური", რომელსაც "უნიქარდი" მომხმარებლებს ზაფხულიდან სთავაზობს ჩვეულებრივი ტურებისგან განსაკუთრებული ფასითა და სრული პაკეტით გამოირჩევა.
ბოლო საზღვარგარეთის "უნიტური" თურქეთის მიმართულებით განხორციელდა. 10 კაციანი ჯგუფი 8 მარტს გაემგზავრა სტამბულში. "უნიქარდმა" და "ვულე ვუმ" ყველა ქალბატონს სარვამარტო საჩუქარიც უსახსოვრა გამგზავრების წინ.
2012 წლის ზაფხულიდან ბარათის მფლობელებმა დაისვენეს ეგვიპტეში, ყვარლის ტბაზე, თელავში-სასტუმრო "შატო მერე", ახალციხეში-რაბათი, სიღნაღში, ყაზბეგში-სასტუმრო "რუმსი". თებერვალში 20 კაციანი ჯგუფი დუბაიში გაემგზავრა 5 დღით.
"უნიტურის" ერთ-ერთმა დამსვენებელმა ნინო გურჯიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის დუბაის ტური დაუვიწყარია აღმოჩნდა - "ნამდვილად არ მეგონა თუ უნიქარდის ქულებით მოგზაურობა რეალობასთან ახლოს იყო. არაჩვეულებრივი 5 დღე გავატარეთ დუბაიში. ჩამოვედი თუ არა თბილისში, იმავე დღეს გადავწყვიტე, რომ კვლავ ტურისთვის დავაგროვო ქულები. დიდი მადლობა "უნიქარდს".
"უნიქარდის" პიარი ანა კოშაძე მომხმარებლებს მოუწოდებს არ დაავიწყდეთ ბარათის გატარება "უნიქარდის" პარტნიორი კომპანიების 1000-ზე მეტ ობიექტში და მათ საშუალება ექნებათ იმოგზაურონ უფასოდ.
ამჟამად "უნიქარდის" მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მილანის, ყვარლის ტბის, გუდაურის და სტამბულის ტურებით. მომავალში ჩამონათვალს დაემატება პარიზი, ვენა, ბერლინი, ეგვიპტე.
R