წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო დღეების განმავლობაში, წითელას 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სულ საქართველოში წითელას 135 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 120 თბილისში. დაავადებულთაგან 73 ჰოსპიტალიზირებული იყო.

გამოვლენილ შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 67-ს შეადგენს. შემდეგი გავრცელების ჯგუფი 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან, სადაც დაავადების 30 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადების შემთხვევებმა მოიმატა 15-19 ასაკობრივ ჯგუფშიც, სადაც 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას შემთხვევების მატება თებერვლის თვის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება და წელს საქართველოში წითელას ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლას ასახელებენ.

გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.

შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

წითელას დაავადებას ცხელება, მე-4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა პაციენტის სიკვდილიც გამოიწვიოს.

წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია