H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 293 შეადგინა; მათგან 23 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების 17 შემთხვევა მოდის. ამასთან, გარდაცვლილთა შორის სამი ორსული იყო, ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვი, ერთი კი _ 5-დან 14 წლამდე ასაკის. გარდაცვალების ერთი შემთხვევა 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც დაფიქსირდა. ორი კი 65 წელს გადაცილებული პირი იყო.
ცენტრში განმარტავენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების უკან უამრავი დაუდასტურებელი შემთხვევა დგას. ცენტრში სინჯებს უმეტეს შემთხვევებში მძიმე შემთხვევებიდან იღებენ. მათივე განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ მიმართვიანობა მარტის ბოლოსთვის მკვეთრად იკლებს, აპრილში კი ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება.