ქართული კონსერვები ევროპაში შედის

ქართული კონსერვები ევროპაში შედის

ქართული კონსერვები ევროპაში შედის. "მარნეულის სასურსათო ქარხანა" უცხოურ ბაზრებზე ოპერირებას ლონდონში პოზიციების გამყარებით იწყებს. პროდუქცია, რომელიც ლონდონის "ვიქენდ მარკეტებზე" გაიყიდება, სპეციალურად ინგლისელი მომხმარებლისთვის, განსხვავებულად შეიფუთება და ასორტიმენტიც ქართული ბაზრისგან განსხვავებული იქნება. უკვე წარმოებულ პროდუქციას ლონდონელებისთვის საზამთროსა და სამოთხის ვაშლის მურაბაც დაემატება.

ლონდონელები "მარნეულის სასურსათო ქარხნის" სრულ ასორტიმენტს - ქართული ტრადიციული რეცეპტით დამზადებულ საწებლებს, მარინადებს, ჯემებსა და მურაბას - 17-20 მარტს დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ "სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზეც" იხილავენ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, ქართული პროდუქცია ათასობით უცხოელმა დააგემოვნოს.

"ამ ეტაპზე "მარნეულის სასურსათო ქარხანა" ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და ჩვენს უმთავრეს მიზანს იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება წარმოადგენს. ამიტომ ექსპორტზე ფიქრი დღემდე არ დაგვიწყია. თუმცა ჩვენი პროდუქციით ლონდონში მოღვაწე ქართული კომპანია Good Food from Abroad დაინტერესდა. სწორედ მათ შემოგვთავაზეს, სპეციალურად ლონდონის სუპერმარკეტებისთვის, შეფუთვასა და ასორტიმენტში ცვლილებები შეგვეტანა და ახალი სახით შევსულიყავით ჩვენთვის ახალ და პირველ საექსპორტო ბაზარზე", - განმარტავს "მარნეულის სასურსათო ქარხნის" დირექტორი ირინე გაფრინდაშვილი.

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" "მარნეული ჰოლდინგის" ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა