“ნაცრისფერის 50 ჩრდილი" გაგრძელდება

“ნაცრისფერის 50 ჩრდილი" გაგრძელდება

ერთი თვის წინ "ოსკარის" შემდეგ გამართულ Vanity Fair-ის წვეულებაზე "ნაცრისფერის 50 ჩრდილის" ავტორმა ე.ლ. ჯეიმსმა განაცხადა, რომ ბესტსელერის გაგრძელების დაწერა აქვს გადაწყვეტილი.

პრესა მაშინვე დაინტერესდა და მწერალმაც საკუთარ გეგმებზე მეტი ინფორმაცია გაამხილა.

"გაგრძელება არ იქნება ასეთივე ეროტიკული. შესაძლებელია სხვისი სახელითაც კი დავწერო", - აღნიშნა ჯეიმსმა.

აღსანიშნავია, რომ მწერლის სრული სახელია ერიკა ლეონარდ ჯეიმსი, ხოლო ნამდვილი სახელი ერიკა მიტჩელია.

გამომცემელმა ენ მესიტმა, რომელიც ე.ლ ჯეიმსთან მუშაობს, განაცხადა, რომ "ავტორის პირადი ისტორია ბევრი ქალისთვის შთამაგონებელი იქნება".

ჯეიმსის წიგნმა "ნაცრისფერის 50 ჩრდილი" ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის ბესტსელერად იქცა. ამ წიგნის მიხედვით ფილმსაც იღებენ, რომლის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია. ფილმში მთავარი როლის მისაღებად იბრძვიან მილა კუნისი, უმა თურმანი და კიმ კეტროლი.

მომზადებულია Vanity Fair-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს