"ბილაინი" აბონენტებს როუმინგში მობილურ ინტერნეტზე უკონკურენტო ფასდაკლებას სთავაზობს.
კომპანიის ინფორმაციით, "ბილაინის" ნებისმიერი აბონენტი სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში მოგზაურობისას მობილურ ინტერნეტს 75%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.
"მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა "ბილაინის" აბონენტებს განსაკუთრებული კომფორტი შევუქმნათ, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი მოგზაურობისას. "ბილაინის" ბრენდის მასშტაბურობამ მოგვცა საშუალება ჩვენი აბონენტებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით შეგვეთავზებინა სერვისი - მობილური ინტერნეტი, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება", - განმარტავს "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.
"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედიან კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც
მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. "ვიმპელკომის" ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9