"პალიტრა ელი" და კომპანია "ბიბლუსი" უნიკალურ კონკურსს "ჩემი წიგნის კარადას" იწყებს. როგორც კომპანიაში განმარტეს, იწყება კონკურსი მათთვის, ვინც იცის ხატვა, არის დიზაინერი ან ავეჯს ამზადებს! მოემზადეთ, შექმენით კარადის (თაროს) ესკიზი, ნახაზი ან ჩანახატი და მიიღეთ დიდი პრიზი.
კონკურსის პირობები:
კარადაში (ან თაროზე) უნდა განთავსდეს პროექტის "50+ბიბლია+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" 100 წიგნი ერთ თაროზე (ცნობისთვის - პროექტში შემავალი წიგნების სიმაღლე 22 სმ-ია, ბიბლია განსხვავებული ზომისაა და ერთად დალაგებული ტომების სიგრძე 4, 5 მეტრია).
კარადა (თარო) უნდა იყოს განსხვავებული, კრეატიული და ჰქონდეს პროექტისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმბოლიკა ან ორიგინალური მინიშნება.
გაითვალისწინეთ, რომ კარადა (თარო) უნდა დამზადდეს და მიმზიდველი იყოს მომხმარებლისთვის, ამიტომ სასურველია ავერიდოთ ისეთ შემოთავაზებას, რომელიც არარეალური იქნება და დამზადების დროს შექმნის სირთულეებს.
ესკიზები გამოგზავნეთ (JPG) ფორმატში, 25 თებერვლიდან - 30 მარტამდე, მისამართზე taro@palitra.ge
გამარჯვებული დაჯილდოვდება, უკვე დამზადებული, წიგნებით სავსე კარადით ან 1000 ლარით, მეორე და მესამე ადგილზე გასულები 500 ლარით.
ამ კარადას ელოდებიან...
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9