კომპანია "აი სი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "აი სი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

მედია საშუალებებით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია"სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის შპს "ადიტის" მიმართ ფინანსური დავალიანების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია "აი სი ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს.

შპს "ადიტის" მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სისტემატიურად აღინიშნება დარღვევები, რაც მნიშვნელოვნად ლახავს, როგორც სადაზღვევო კომპანიის, ასევე, მის დაზღვეულთა ინტერესებს. უფრო კონკრეტულად:

• აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება არ შეესაბამება ქვეყანაში მიღებულ სახელმწიფო სტანდარტებს.

• სამედიცინო მომსახურება ტარდება არასერთიფიცირებული სპეციალისტების მიერ.

• აღინიშნება სისტემატიური დარღვევები სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას.

• შპს "ადიტის" მხრიდან ადგილი ჰქონდა დოკუმენტაციის გაყალბებას და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფისათვის" სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას, რისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებებიც კომპანიას მოეპოვება.

"სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის " მიერ განხორციელდა რამდენიმე წერილობითი მიმართვა აღნიშნულ საკითხებზე, თუმცა შპს "ადიტიდან" კომპანიას პასუხი დღემდე არ მიუღია. ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით კომპანიამ დამატებით მიმართა სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურს და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რათა საკითხების კომპეტენტური შესწავლა მოხდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების (ექსპერტების) მიერ.

დაბოლოს, სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ შპს "ადიტის" მიერ ხდება თანამშრომლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და შიდა პრობლემების სხვაზე გადაბრალების მცდელობა.

კომპანიას სურს განაცხადოს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიას აკავშირებს შპს "ადიტთან", მას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ხელფასის, ან სხვა რაიმე სახის ანაზღაურების გაცემის ვალდებულება არ აქვს, შესაბამისად შპს "ადიტის" მიერ საკუთარი თანამშრომლების მიმართ მოვალეობების რაიმე მიზეზით შეუსრულებლობა არ წარმოადგენს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის" პასუხისმგებლობას.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო