"პალიტრაTV"-ს გადაცემების ნახვა "კავკასუს ონლაინის" აბონენტებსაც შეუძლიათ

"პალიტრაTV"-ს გადაცემების ნახვა "კავკასუს ონლაინის" აბონენტებსაც შეუძლიათ

"პალიტრაTV"-მ საკაბელო მაუწყებლობა კიდევ გააფართოვა. ტელევიზიის გადაცემების ნახვა უკვე საკაბელო ოპერატორის - "კავკასუს ონლაინის" აბონენტებსაც შეუძლიათ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "პალიტრა TV"-ს დირექტორმა, ზაზა ქანთარიამ აღნიშნა, ტელევიზია უკვე მაუწყებლობს საკაბელო ოპერატორების "გლობალ ტვ"-ს, "ა+ბ"-ს, "სტუდია ტვ"-ს, "დიდგორი -2"-ის და "ინტერ თივის" მეშვეობით.

მომავალი კვირიდან "პალიტრაTV"-ს გადაცემების ნახვა "სილქ თივის" აბონენტებსაც შეეძლებათ.

ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ოპერატორთან, რომლებიც უახლოეს მომავალში "პალიტრაTV"-ს თავის ქსელში ჩართავენ.

დღის განმავლობაში "პალიტრაTV" - ს ეთერი მრავალფეროვან გადაცემებს ეთმობა - საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები და შემეცნებით-გასართობი პროექტები.

უახლოეს მომავალში იგეგმება ქართულ ენაზე გახმოვანებული მაღალრეიტინგული თურქული სერიალის "ეზელის" ჩვენება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები