ჰონგ-კონგში მოსახლეობა გალიებში ცხოვრობს

ჰონგ-კონგში მოსახლეობა გალიებში ცხოვრობს

ჰონგ-კონგი მხოლოდ ცათამბჯენებითა და მდიდრული აპარტამენტებით დამშვენებული ქალაქი და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრი არ არის. მას, ისევე როგორც ყველა ქალაქს, თავისი ”ჯურღმულები” აქვს.

მდიდრული კვარტლების გვერდით გაჭირვებული მოსახლეობა რკინის გალიებში ცხოვრობს. თუმცა, ეს გალიები უფასო არაა. ადამიანებს გალიების დაქირავება თვეში 167 დოლარად უწევთ. ოფიციალური სტატისტიკით, გალიების კორპუსებში 100 000 ადამიანი ცხოვრობს. მცირე ზომის გალიებში რკინის, ან ხის ლოგინები და ტუალეტია განთავსებული. ამ გალიებში ცხოვრობენ როგორც მარტოხელა მოხუცი ადამიანები, ასევე მრავალშვილიანი ოჯახები.

"ამ გალიაში 20 წელია ვცხოვრობ. 20 წლის წინ სამსახური დავტოვე, რადგან თითი დავკარგე. ვცდილობ, სიცოცხლე გავიხანგრძლივო. ოჯახი არ მყავს, პერიოდულად ვმუშაობ, სტაბილური სამსახური არ მაქვს", - ამბობს 67 წლის ლეუნგ ჩო ინი.

ჰონგ-კონგში საცხოვრებელი ბინის ფასები ბოლო 10 თვის განმავლობაში 23%-ით გაიზარდა. ბინის დაქირავებაც საკმაოდ ძვირია.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.