ვისი პარტნიორობის სურვილი არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს

ვისი პარტნიორობის სურვილი არ აქვს ნუკი კოშკელიშვილს

ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრებაში დეპრესიის ეტაპმა გაიარა. "შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, რეალობას ვეგუები", - გვითხრა ნუკიმ, რომელიც ამჟამად კომედიურ სერიალში - "შუა ქალაქში" პრანჭია და ქარაფშუტა სოფის როლს ასრულებს...

- სერიალში მონაწილეობის გარდა, რას საქმიანობ?

- კოტიკო თოლორაიასთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში ვმუშაობ - საღამოების წამყვანი ვარ. მე და კოტიკო ძალიან კარგად "შევდუეტდით", მასთან მუშაობისას თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ვთქვათ, კლუბში არაბი ინვესტორი გაიცანი, რომელიც აღფრთოვანებული გეუბნება, რომ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" შენი და ოთო ფოლადაშვილის მიერ შესრულებული არაბული ცეკვით მოიხიბლა და გთხოვს, მესამე ცოლად გაჰყვე...

- უპირველეს ყოვლისა, ხუმრობით ვეტყვი, - როგორი არაბი ხარ, ეგ ცეკვა რომ მოგეწონა? ნუთუ, უკეთესი არ გინახავს-მეთქი? მესამე ცოლობას რაც შეეხება, მსგავსი რაღაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

- რომელიმე ქვეყნის კულტურა, ადათ-წესები განსაკუთრებულად თუ მოგწონს?

- ნებისმიერი ქვეყნის კულტურა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეზე განსაკუთრებულად "ჩაციკლული" ვარ.

- ტელეწამყვანობა არ მოგენატრა? ამ მხრივ რაიმე შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გაქვს?

- რა თქმა უნდა, მომენატრა. ვფიქრობ, ეს დროებითი პაუზაა.

- ვთქვათ, დავით აქუბარდია თანაწამყვანობას გთავაზობს...

- შემოთავაზებისთვის მადლობას აუცილებლად გადავუხდი, მაგრამ არა მგონია, ოდესმე მასთან ერთად გადაცემა წავიყვანო. ზრდილობიანად ავუხსნი, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მე ჟურნალისტი არ ვარ, უბრალოდ, წამყვანი გახლავართ. ნებისმიერ გასართობ გადაცემაზე ვიმუშავებ...

- დავით აქუბარდია გიმხელს, რომ სინამდვილეში, თანამშრომლობა შენთან დასაახლოებლად შემოგთავაზა...

- ვაიმე, ამისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი (იცინის)! ბატონი დავითისგან ასეთი საქციელი მეუცნაურება.

- მადლობას რატომ გადაუხდი? თან, ხომ იცი, ცოლიც ჰყავს...

- გააჩნია, "დაახლოებაში" რას გულისხმობს: იქნებ ჩემი საქმიანობა მოსწონს და მეგობრული ურთიერთობა უნდა? თუ ინტიმური ხასიათის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იქნება, ვეტყვი: ბატონო დავით, თქვენ მეუღლე გყავთ და თქვენი საქციელი არასწორია-მეთქი! აუცილებლად გავუნაწყენდები.

- შენთან ურთიერთობის გაბმის მიზნით, მამაკაცები ეშმაკურ ხერხებს თუ მიმართავენ?

- არ ვიცი. თუ ასე ხდება, ე.ი. ამას ვერ ვამჩნევ. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინმეს მოსახიბლად რაღაცებს იმიზეზებს, ამაში საკვირველი არაფერია.

- რომელიმე ცხოველის, ფრინველის ან მწერის განსაკუთრებულად ხომ არ გეშინია?

- კი, მეშინია, ოღონდ რისი - არ გაგიმხელ.

- რატომ? ძალიან უწყინარია და გამხელის გრცხვენია?

- არა, არ მრცხვენია. უბრალოდ, მართლა ძალიან მეშინია და მგონია, რომ ამის შესახებ სხვები თუ შეიტყობენ, გამეხუმრებიან და შემაშინებენ (იცინის).

- ვთქვათ, დილით შენს ოთახში, ტუმბოზე შემომჯდარი მამალი ყივილით გაღვიძებს...

- არა მგონია, მეთოთხმეტე სართულზე მამალი ამოვიდეს ან ამოფრინდეს. ვიფიქრებ, - ალბათ, ჩემმა დამ მოიყვანა-მეთქი.

- ვთქვათ, შენი 9 წლის დაიკო გეუბნება, რომ პირად ცხოვრებაში სერიოზული ეტაპი უდგას...

- არა მგონია, ელენეს ("ბუბუს") პირად ცხოვრებაში რამე სერიოზული იყოს, მაგრამ რჩევებს ხშირად მეკითხება. მაგალითად, შეიძლება, ბიჭმა თმაზე მოქაჩოს, "ბუბუს" კი ეგონოს, რომ იმ ბიჭს არ მოსწონს. ვეუბნები, პირიქით - ეტყობა, მოსწონხარ და ასე იმიტომ მოიქცა-მეთქი...

- ამას წინათ, სოციალურ ქსელში შენი დაიკოს ფოტო ვნახე, მინაწერით: "ბუბუ თავის "ბოიფრენდთან" ერთად".

- ეგ ყოფილი "ბოიფრენდია", ეგრე კი არ არის (იცინის)!.. ცხადია, ვხუმრობ. ის ბიჭი ბუბუს მეგობარი გახლავთ. ბათუმში ცხოვრობს. ძალიან პატარები იყვნენ, როცა ერთმანეთი გაიცნეს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. იმ ბიჭს ხუმრობით, "ბუბუს ბოიფრენდს" ვეძახით.

- ვთქვათ, თაყვანისმცმელი გარკვეული პერიოდის მერე გიმხელს, რომ ლამაზი ქალების შიში (ვენუსტრაფობია) აქვს და შენთან ურთიერთობა დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება...

- ასეთი რამ ბევრჯერ უთქვამთ. მართლა არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ლამაზ ქალთან ურთიერთობის ეშინიათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელსაც ასე ხსნიან: ლამაზი ქალი უფრო რთულად მართვადია, მეტი კონტროლი სჭირდებაო.

- ასეთი თაყვანისმცემელი გყოლია?

- თავს ისეთ ლამაზ ქალად არ მივიჩნევ, რომ ჩემი შეეშინდეთ. ძალიან სასაცილოა: თუკი ვინმეს ისეთი ლამაზი ვგონივარ, რომ ჩემთან ერთად ვერ იქნება, საერთოდ ნურაფერს მეტყვის...

- პატრულის თანამშრომლებს თუ დაუჯარიმებიხარ?

- არა. ბოლო დროს, ავტომობილის მართვისას მაჩერებენ, მაგრამ ვერ მაჯარიმებენ, რადგან არაფერს ვაშავებ. მიხარია, რომ პატრული გვყავს, რომელიც ასე ძალიან გვიფრთხილდება. ქუჩაში გასვლის არ მეშინია.

- ვთქვათ, ქუჩის გადაკვეთისას პატრულის თანამშრომელი გიახლოვდება და გეუბნება, რომ შენი ჩაცმულობა მამაკაცებისთვის არაჰუმანურია, რის გამოც 100 ლარით გაჯარიმებს...

- რაღაცას თუ ვაშავებ, ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე პასუხი უნდა ვაგო. კანონმორჩილი ვარ. ასეთი ტიპის ჯარიმა თუკი რეალურად არსებობს, კი, ბატონო, გადავიხდი. რა თქმა უნდა, პატრულის თანამშრომელს ვკითხავ, - ამიხსენი, რატომ მაჯარიმებ-მეთქი?

- ვთქვათ, აგიხსნა, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, დიდმკერდიან ქალბატონებს ვიწრო მაისურების ჩაცმა ეკრძალებათ...

- საერთოდ არ გამიკვირდება! ბოლო დროს მთავრობის გარდა, ქვეყანაში ისეთი რაღაცები შეიცვალა, რომ ეს ამბავი ნამდვილად არ გამაოცებს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები