"დააზღვიე ძველი მეგობარი" - "თბილისი მოლში" "ჯიპიაი ჰოლდინგის" უპრეცედენტო პოლისის პრეზენტაცია გაიმართა

"დააზღვიე ძველი მეგობარი" - "თბილისი მოლში" "ჯიპიაი ჰოლდინგის" უპრეცედენტო პოლისის პრეზენტაცია გაიმართა

"დააზღვიე ძველი მეგობარი" - "თბილისი მოლში" "ჯიპიაი ჰოლდინგის" უპრეცედენტო პოლისის პრეზენტაცია გაიმართა.

"ჯიპიაი" თავის მომხმარებელს 1993 წლიდან გამოშვებული ავტომობილების დაზღვევას სთავაზობს, რომელიც თვეში სულ რაღაც 28 ლარად არის შესაძლებელი. ეს თვისობრივად ახალი ტიპის ავტოდაზღვევაა."ჯიპიაი ჰოლდინგმა" ბაზარზე შემოიტანა ძველი ავტომობილების დაზღვევა, იგულისხმება 1993 წლიდან გამოშვებული მანქანები. დაზღვეული იქნება ავტოავარია თვეში 28 ლარად. ნებისმიერ ადამიანს , რომელიც ფლობს ამ წლოვანების მანქანას ან ნებისმიერ უფრო ახალ მანქანას, შეუძლია ეს პოლისი "ჯიპიაი ჰოლდინგისგან " შეიძინოს", - ამბობს "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი.

მომხმარებელს საშუალება ექნება პასუხისმგებლობის დაზღვევაც შეიძინოს, რომელიც ავტოავარიის შემთხვევაში დაზღვეული ავტომფლობელის მიერ დაზარალებული ავტომობილის შეკეთებას გულისხმობს, რომლის ლიმიტი 5000 ლარია. ეს დაზღვევა თვეში სულ 5 ლარი ჯდება.

"ვიფიქრეთ რომ მოსახლეობისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის კარგი იქნებოდა რომ ეს პროდუქტი გამოგვეტანა ბაზარზე. "ჯიპიაის" ამ პროდუქტთან ერთად შეგიძლიათ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაც შეიძინოთ. ავტოსაგზაო შემთხვევაში თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი გამტყუნდება, სადაზღვევო კომპანია ზიანს მესამე პირს აუნაზღაურებს 5000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში. ძველ მანქანებზე ასეთ დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები ყოველთვის არიდებენ თავს, იმიტომ რომ მაღალ რისკებს შეიცავს, მაგრამ ჩვენ წავედით ამ რისკზე და ვთვლით რომ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს მომხმარებლებისთვის - განაცხადა პრეზენტაციაზე "ჯიპიაი ჰოლდინგის" საოპერაციო დირექტორმა.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" პოლისის პრეზენტაცია "თბილისი მოლში" დისტანციური ავტომანქანების მართვაში შეჯიბრის ფონზე გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს, გამარჯვებულებს კი სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო