”წიგნში ნაპოვნი ბიზნესი” - როგორ დაეხმარა როკფელერი სოსო ფხაკაძეს

”წიგნში ნაპოვნი ბიზნესი” - როგორ დაეხმარა როკფელერი სოსო ფხაკაძეს

კომპანია "ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს თავის დროზე საყვარელი საქმის პოვნაში წიგნი დაეხმარა. 80-იანი წლების ბოლოს ექიმების ოჯახში დაბადებულ სოსო ფხაკაძეს მშობლები ექიმობისთვის ამზადებდნენ. მომავალი ბიზნესმენი თავდაპირველად მშობლებს წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით, ხელში ჩაუვარდა სქელტანიანი წიგნი, რომელიც რამდენიმე დღეში სულმოუთქმელად წაიკითხა. სოსომ ჯონ დევისონ როკფელერი გაიცნო.

"ეს იყო როკფელერის ისტორია. ისტორია იმ ადამიანისა, რომელმაც შექმნა მსოფლიოში პირველი მულტინაციონალური კორპორაცია. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ორგანიზებული ბიზნესი შექმნა, ჩამოაყალიბა მენეჯმენტის თეორია, უკვე 1890 წელს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90%-ს აკონტროლებდა და მსოფლიოში პირველი მილიონერი გახდა. ეს წიგნი ჩემთვის ერთგვარ სტიმულატორად იქცა და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ბიზნესმენი გავმხდარიყავი. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ გამოვუცხადე მშობლებს, სამედიცინოზე ვერ ჩავაბარებ-მეთქი", - იხსენებს ბიზნესმენი.

"ვისოლ ჯგუფი" დღეს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია და ის მოიცავს ენერგეტიკის თითქმის ყველა სფეროს, სამშენებლო, სარეკლამო, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესს. შარშან სოსო ფხაკაძემ წლის ბიზნესმენის წოდება მიიღო. "ვისოლ ჯგუფის" წლიური ბრუნვა 400 მილიონ დოლარს შეადგენს. იქ 4 200 ადამიანია დასაქმებული.

მომზადებულია forbesgeorgia.ge-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს