დამეთანხმებით, რომ ოდითგანვე ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნაცვალგების საფუზველზეა დამყარებული, გამართლებული და მიმზიდველი. საკონსულო და სავიზო ურთიერთობების მხრივ საქართველო გარე თუ შიდა ძალების ჩარევით, შეიძლება ხელოვნურად, სპეციალურად, ან სულაც უცოდინარობის გამო ჩვენი წარსულის მქონე ქვეყნის პირობაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
მოვიყვან მაგალითს, აღვნიშნავ, ასეთი მაგალითები უამრავია - ვთქვათ საქართველოს მოქალაქეს სურვილი გაუჩნდა დომინიკის რესპუბლიკაში ჩასვლის, ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს აშშ, კანადის ან ევროკავშირის ქვეყნების მოქმედი მრავალჯერადი ვიზა და დომინიკის საზღვარზე გასცემენ 21 დღიან ვიზას 10 აშშ დოლარად. თუ ამ ქვეყნების ვიზა არ გააჩნია, მაშინ ძვირადღირებული საფოსტო გზავნილით (მათი უმრავლესობა კრძალავს პასპორტის გადაგზავნას) უნდა მიმართოს საფრანგეთში დომინიკის საკონსულოს, წარადგინოს გარკვეული დოკუმენტების ნუსხა, 70 აშშ დოლარი, უკან გამოსაგზავნი წინასწარ შეძენილი საფოსტო კონვერტი და კარგ შემთხვევაში ასეთი ხარჯის და შრომის გაწევის შემდეგ ალბათ მიიღებს სასურველ ვიზას, ასევე აღვნიშნავ, რომ დასაშვებია კონსულმა არ გასცეს ვიზა და არც დაუსაბუთოს რატომ, ასეთი რამ ხშირია საკონსულო პრაქტიკაში. მივდივართ თემის ფინალისკენ, ვთხოვთ ყურადგებას - დომინიკის მოქალაქეს უფლება აქვს უვიზოდ შემოვიდეს საქართველოში 360 დღით.... აი უსამართლობა, ამაყი ქართველის კაბალურ და დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნა.
არანაირად არ რეაგირებს ამის თაობაზე არც საქართველოს საკონსულო დაპარტამენტი, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც ერთი სტრუქტურა, ასეთი მძიმე მდგომარეობა უძნელებს მუშაობას უცხოეთში აკრედიტებულ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს ადგილმდებარე ქვეყნებში, ამ ქვეყნების მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეები კი ძნელად ან საერთოდ ვერ იღებენ ვიზებს და აი აქ გრძნობს ჩვენი დიპლომატი დამცირებულად თავს კოლეგებთან - ომანის, ბრუნეის სასულთნოს, ბელიზის, ბოტსვანის, ტრინიდადი და ტობაგოს, რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარ არის ლაპარაკი ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია. სად არის სამართლიანობა, ამ ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოდიოდნენ 360 დღით უვიზოთ, ჩვენი მოქალაქეები კი იხდიან უამრავ მოსაკრებელს, დგანან რიგებში, აგროვებენ, წარადგენენ უამრავ ცნობებს.
აღსანიშნავია, რომ სავიზო მოსაკრებილი ფინანსურად შემავსებელია ბიუჯეტის, ეს ხომ ნონსენსია, ბოტსვანის მოქალაქე შემოდის უვიზოდ 360 დღით, ჩვენი მოქალაქე კი მიმართავს ბოტსვანის საკონსულოს სტოკჰოლმში, იხდის მოსაკრებელს 70 ევროს და ყველაზე კარგ შემთხვევაში მიიღებს 30 დღიან ვიზას. ჩვენი მოქალაქისთვის კანადის ვიზა 70 აშშ დოლარს ფასობს, მათი ჩვენთან შემოსვლა უვიზოა, უფასოა, ვინ დამაჯერებს რომ საქართველოს მოქალაქე უფრო მდიდარი და გადახდისუნარიანია ვიდრე კანადელი.. დავუწესოთ ჩვენც ნაცვალგების საფუძველზე მათ 70 აშშ დოლარი, ხომ შეივსება ჩვენი ბიუჯეტი, ისევე როგორც ივსება კანადის ბიუჯეტი ჩვენს მიერ გაღებული მოსაკრებლით.
აუცილებლად შესაცვლელია ასეთი მდგომარეობა, რათა ერთ სიმაღლეზე დავდგეთ გარე სამყაროსთან, გავაფორმოთ ახალი სავიზო ხელშეკრულებები ნაცვალგების საფუძველზე, წელში გამართული ვიხილოთ ხელისუფლება, უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატი თუ მოქალაქე. უფრო მეტად გაგვიწევენ ანგარიშს.
პ.ს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ვიმუშავე 1993-2009 წლები, ამ 17 წლიდან 12 საკონსულოს ხაზით.
ვლადიმერ გვარამაძე, ფონდი "აგრემანის" პრეზიდენტი
R