კეტი პერი საყვარელს დაშორდა

კეტი პერი საყვარელს დაშორდა

მომღერალი კეტი პერი კვლავ მარტოა. ვარსკვლავი მუსიკოსს ჯონ მაიერს დაშორდა. წყვილი 7 თვე ხვდებოდა ერთმანეთს. თუმცა, როგორც ჩანს, მათი რომანი ჩიხში შევიდა, რადგან კეტიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მარტოა და ახალ სიყვარულს ელის.

მაიერს ჰოლივუდში მექალთანის სახელი აქვს. ჯონს ხშირად ხედავენ ცნობილი ლამაზმანების გვერდით. მისი ყოფილი საყვარლების სია გრძელია და ძირითადად სელებრითებისგან შედგება.

შეგახსენებთ, კეტი მსახიობ რასელ ბრენდზე იყო გათხოვილი.

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.