მარნეულის სასურსათო ქარხანა პროდუქციის ასორტიმენტს და წარმოებას ზრდის

მარნეულის სასურსათო ქარხანა პროდუქციის ასორტიმენტს და წარმოებას ზრდის

მარნეულის სასურსათო ქარხანა პროდუქციის ასორტიმენტს და წარმოებას ზრდის. კომპანიის ინფორმაციით, დაიწყო სალათების გამოშვება, პარალელურად კიტრის მწნილებისა და ტომატ-პასტების ასორტიმენტის ზრდა გრძელდება.

"2013 წლის მარტიდან "მარნეულის სასურსათო ქარხანა" სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობას ზრდის. კომპანიაში ამ გადაწყვეტილებას პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას უკავშირებენ. კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ-პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად სალათების გამოშვებაც დაიწყო. მომხმარებლები ახალი პროდუქციის შეძენას საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ სავაჭრო ობიეტებში შეძლებენ.

ამ დროისთვის მარნეულის სასურსათო ქარხანა 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს. როგორც ქარხნის დირექტორი განმარტავს, ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, შესაბამისად, იზრდება წარმოებაც. "შარშანდელთან შედარებით, "მარნეულის სასურსათო ქარხანამ" ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა კიტრის მწნილების და ტომატ-პასტას სარეალიზაციო ქსელში შეტანა. მნიშვნელოვანია, რომ ქარხნის ტომატ-პასტას ქართული ბაზრის 30% უკავია. ჩვენი მიზანია, იმპორტირებული პროდუქცია ქართული ნაწარმით ჩავანცვლოთ", - აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.

"მარნეულის სასურსათო ქარხანა" "მარგებელი ჰოლდინგის" ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა