მცხეთაში სარეკრეაციო ზონაში უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს

მცხეთაში სარეკრეაციო ზონაში უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს. ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გოგიძემ განაცხადა. გოგიძის ინფორმაციით, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შპს "ქვაჩის" გადასცა, კომპანიამ კი აღნიშნული ნაკვეთი იჯარით შპს "მაგისტილს" მისცა. შპს "ქვაჩის" და შპს "მაგისტილის" დამფუძნებელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ორივე შპს ერთ მისამართზეა რეგისტრირებული, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალიაც.

მცხეთის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი