"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ფართოვდება

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ფართოვდება

"ნიკორა" სუპერმარკეტების ქსელს აქტიურად აფართოვებს. როგორც "ნიკორას" წარმომადგენლები აცხადებენ, აპრილის ბოლომდე დედაქალაქს კიდევ 3 ახალი მაღაზია შეემატება. დღეს თბილისის მასშტაბით კომპანიის მფლობელობაში 57 სავაჭრო ობიექტია.

"ქსელის გაფართოვების პროცესი მომავალი თვეების განმავლობაშიც დინამიურად გაგრძელდება და წლის ბოლოს მომხმარებელს თბილისში "ნიკორას" 75 სუპერმარკეტი მოემსახურება", - აცხადებენ მენეჯმენტში.

რაც შეეხება რეგიონებს, "ნიკორას" სავაჭრო ქსელის გაფართოება აღნიშნული მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს და 2013 წლის მიწურულს საქართველოს მასშტაბით კომპანია 100 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.

ამასთან, "ნიკორაში" მასშტაბური ფასდაკლებების აქცია გრძელდება.

სუპერმარკეტების ქსელი "ნიკორა" მომხმარებელს ყოველთვიურად სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე ფასდაკლებას სთავაზობს. მენეჯმენტის ინფორმაციით, ფასდაკლებული პროდუქტების სახეობათა ჩამონათვალი ყოველთვიურად იცვლება. აქცია თბილისის მასშტაბით "ნიკორას" 57 სუპერმარკეტში მოქმედებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა