"ახალი ნათების" ინიციატივით, 25 მარტს საქართველოში "სინათლის დღე" დაერქმევა

"ახალი ნათების" ინიციატივით, 25 მარტს საქართველოში "სინათლის დღე" დაერქმევა

კომპანია "ახალი ნათების" ინიციატივით, საქართველოში 25 მარტს "სინათლის დღე" აღინიშნება. ამ წამოწყებას ტრადიციული სახე მიეცემა, ხოლო, 25 მარტს პირველად, "ახალი ნათება" უპრეცედენტო ფასდაკლებების, საგანგებო შეთავაზებების, სახალისო კონკურსებისა და ღონისძიებების კვირეულს გამოაცხადებს.

"25 მარტი ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება როგორც სინათლის დღე და გვაქვს სურვილი, რომ გახდეს უფრო გრანდიოზული, გასცდეს მაღაზიათა ქსელს, რათა მოეწყოს უფრო მასშტაბური და საინტერესო ღონისძიებები.

25 მარტს "ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში დაიწყება 1 კვირიანი აქცია "სინათლის დღეები". 31 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც შეიძენს მინიმუმ 300 ლარის პროდუქციას, "ახალი ნათებისგან" გადაეცემა ორიგინალური დიზაინის მწვანე, მანათობელი დინამიკები საჩუქრად, რადგან სიმწვანე და მუსიკა განსაკუთრებით უხდება გაზაფხულს", - აცხადებენ "ახალ ნათებაში".

რაც მთავარია, აქციის ფარგლებში ჩატარდება სინათლის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი სახელწოდებით "ფოტოგრაფის თვალით დანახული განათება".

ფოტოკონკურსისთვის გადაღებული ფოტოები უნდა ასახავდეს განათების ეფექტებს ან საინტერესო სანათ საშუალებებს. 25 მარტს იქნება კონკურსში გამარჯვებული სამეულის გამოვლენა და მათ გადაეცემათ ფულადი პრიზები ახალი ნათებისაგან.

1 ადგილი - 500 ლარი

2 ადგილი - 300 ლარი

3 ადგილი - 200 ლარი

როგორც "ახალ ნათებაში" განმარტავენ, აქცია "სინათლის დღეები" მაღაზიების ქსელში იქნება წლის ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან 25 მარტიდან "ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში დაიწყება 20% და 30%-იანი ფასდაკლების აქცია, მიძღვნილი სინათლის დღისადმი.

"ეს აქცია განსაკუთრებულია იმით, რომ 30%-იანი მასიური ფასდაკლების აქცია, თითქმის ყველა სანათ საშუალებაზე "ახალ ნათებას" 13 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჰქონია და ეს არის მეორე.

20%-იანი ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ რამდენიმე დასახელების, მცირედ სეგმენტირებულ სანათ საშუალებებზე", - აცხადებენ "ახალ ნათებაში".

ძირითადად მომხმარებელი მაინც ისარგებლებს 30%-იანი ფასდაკლებით.

* * * *

კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე.პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩა 6 ნომერში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა დღესდღეისობით ერთ - ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების, როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.

ჩვენი პროდუქცია იწარმოება: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ჩინეთში.

წარმოდგენილი 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები), ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.

"ახალი ნათება" უკვე 13 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 100-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 14 მაღაზია სალონი, ამათგან 8 თბილისში, ხოლო უკვე 6 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მარნეული და ზუგდიდი. ერთი ფრანჩაიზი მაღაზია და უკვე 1 ბრენდ მაღაზია.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო