თბილისის სავაჭრო ცენტრებს კიდევ ერთი ემატება. უახლოეს მომავალში საბურთალოს ქუჩაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი "გრატო სითი სენთერი" გაიხსნება. კომპანია "გრატოს" ინფორმაციით, კომპლექსში ძირითადად ტანსაცმლის და ტექნიკის ბრენდ-მაღაზიები, ასევე ბარები და გასართობი ცენტრები განთავსდება.
"პროექტის განხორციელება 2008 წლის კრიზისის გამო გადაიდო. თუმცა სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობს და ცენტრი მაისში გაიხსნება. კომპლექსში 1,5 მლნ დოლარის ოდენობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა", - აცხადებენ კომპანია "გრატოში".
სავაჭრო კომპლექსი ძირითადად საშუალო შემოსავლიან მომხმარებელზე იქნება მორგებული.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9