არ გამოტოვო - Georgian Dreames - მუსიკალური პროექტი GDS TV-ზე!

არ გამოტოვო - Georgian Dreames - მუსიკალური პროექტი GDS TV-ზე!

მუსიკალური პროექტი Georgian Dreames ყველა მსურველს, ვინც მღერის, წერს მუსიკას, ან პოპულარული მუსიკოსებისთვის კონკურენციის გაწევის სურვილი აქვს, ან უბრალოდ უნდა, საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები ქართველ მაყურებელს გააცნოს, თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს. ინოვაციური პროექტის შექმნის იდეა შოუბიზნესის განვითარებასა და საზოგადოებისთვის უცნობი, გამორჩეულად ნიჭიერი მუსიკოსების პოპულარიზაციას ემსახურება...

პროექტის ფარგლებში, GDS TV ორი თვის განმავლობაში გადაიღებს 50-მდე ქართულ ვიდეოკლიპს.  რგოლები GDS TV-ს ეთერში, სიმღერები კი, რადიო "ფორტუნა +"-ის ტალღაზე იტრიალებს. თითოეულ მონაწილეს (მომღერალს, ბენდს) აქვს საკუთარი სმს-ნომერი, რომელზეც უნდა დაუმესიჯონ გულშემატკივრებმა. ხალხის რჩეულის გარდა, გამოვლინდება ტელევიზიის სიმპათია და ინტერნეტსიმპათია. გამარჯვებული მონაწილეების მიხედვით შედგება ქართული TOP-ათეული, რომელიც სისტემატურად იტრიალებს GDS TV-ს ეთერში.

მუსიკალური პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ლევან დაბრუნდაშვილი აცხადებს, რომ იდეის ერთ-ერთი მთავარი მოტივი დღევანდელ ქართულ შოუბიზნესში არსებული მდგომარეობაა, რომელიც ბოლო 10 წელია გრძელდება.

"უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც ქართულ სივრცეში გემოვნებიანი და ხარისხიანი კლიპების დეფიციტია. ამიტომ გაუჩნდა პროექტის შექმნის სურვილი ბერას, მე მხოლოდ მისი თანაშემწე და იდეის გამზიარებელი ვარ... უამრავი ნიჭიერი ადამიანია, ვისაც ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკის შექმნა შეუძლია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩრდილში დგანან, მათზე ვინმემ უნდა იზრუნოს", - აღნიშნა მან. მისივე თქმით, მუსიკალური ჟანრის არჩევა თავისუფალია.

"ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია, მისთვის სასურველი ჟანრი შეასრულოს, რადგან ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეები, სოლო მომღერალი იქნება თუ ბენდი, მხოლოდ საკუთარ ან ნაჩუქარ სიმღერას შეასრულებენ. ჩვენ ყველა მონაწილეს უსასყიდლოდ ვუთმობთ დროს ე.წ. პირობითი კლიპის გადასაღებად, ხოლო გამარჯვებულებს მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღებას ვთავაზობთ. ბერას სურვილია, რომ ნიჭიერი, მაგრამ უცნობი მუსიკოსების პოპულარიზაცია მოხდეს", - ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან დაბრუნდაშვილი.

პროექტის ნახვა, ყოველ ორშაბათს 23:00 საათზე შეგიძლიათ

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო