ასტრიდ ლინდგრენის პრემია არგენტინელ მწერალს, ისოლს გადასცეს

ასტრიდ ლინდგრენის პრემია არგენტინელ მწერალს, ისოლს გადასცეს

ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო ლიტერეტურული პრემია არგენტინელ მხატვარსა და მწერალს მარისოლ მისენტეს გადასცეს, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ისოლი. პრემიას საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის გასცემენ.

ისოლი ბუენოს-აირესში 1972 წელს დაიბადა. 1997 წელს მისი პირველი წიგნი გამოვიდა - მოთხრობა პატარა ბიჭუნაზე, რომელმაც საკუთარ თავსა და ძაღლს შორის ბევრი საერთო დაინახა.

ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა.

პრემია საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ჯილდოდ ითვლება. ფულადი ჯილდო 5 მლნ შვედურ კრონს (588 000 ევრო) შეადგენს.

ჟიური 20 ადამიანისგან შედგება, რომლებიც შვედეთის კულტურის ეროვნული საბჭოს მიერ არიან დანიშნულნი. მათ შორის არიან - მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, მხატვრები, კრიტიკოსები და ბიბლიოთეკარები. ლინდგრენის ოჯახს მისი შვილიშვილი, გამომცემლობის თანამშრომელი ანიკა წარმოადგენს.

2012 წელს პრემია 69 წლის ჰოლანდიელ მწერალს, გუსუ კუიერუს გადასცეს.

მომზადებულია РИА "Новости"-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს